გედი ფოფხაძეს ცოტა არ იყოს აგდებით ვუყურებდი, მაგრამ ამ ბოლო ამბებში ნორმალურ ადამიანად წარმოჩინდა.
არ ვიცი, ვინ როგორ იგებს ამას, მაგრამ ეს ფრაზა სხვაგვარად ნიშნავს - უკან შეიტენეთ თქვენი დეპუტატობა, მე კი მაგის გულისთვის არ ვიჩათლახებო.
ჩათლახობად მას, როგორც ცნობილია, მურუსიძე-ჩინჩალაძეების სასამართლო სისტემის გამარჯვება მიაჩნია.
ანუ, გედი ფოფხაძე არის მართალი, ხოლო კობახიძე და მისი რაზმი არის მტყუანი.
ისიც ყველამ ვიცით, რომ მურუსიძიზმი ბიძინას პროდუქტია - მოეწონა ხელისუფლების ჯიბეში ჩასმული სასამართლო და მიშას ჯიბიდან თავის ჯიბეში გადმოსმა ჭკუაში დაუჯდა.
ამიტომ გედი მართალია ბიძინასთანაც, რომელსაც კი ეფარება მატროსოვივით კობახიძე, მაგრამ მაინც ვერ იმალება, რომ მურუსიძეობის ავტორი სწორედ ივანიშვილია. ამიტომაც აგინებს ქოცსექტა გედის.
კობახიძეზე გედი ფოფხაძე პრესაში განმარტავს:
„...გუნდური თამაშის წესები დაარღვიაო, ვერ გაგვიგია, რას გვიკიჟინებენ, რა არის ეს გუნდურობა, რა სტანდარტია, რა ხილი, რამე დაწერილი წესების ნუსხაა და იმითი უნდა ვიხელმძღვანელოთ? თუ, ჩვენ არ უნდა ვილაპარაკოთ ის, რაც მათ არ უნდათ, ისინი კი ყველაფერს უბერავენ, როცა უნდათ?! იცით, კობახიძე რატომ აძლევს თავს ამდენის უფლებას? სტანდარტი დაგვიდგინეს ასეთი: მე რასაც მინდა, იმას ვიტყვი და ის თუ რამეს მიპასუხებს, ეს არაგუნდური იქნება. ხელები გაგვიკოჭე და თავში ჯოხს მირტყამ - ასეთი სტანდარტი დაგვიდგინეს და ეს გუნდურობაა?! ეს სადომაზოხისტური ურთიერთობებია და ამაში მონაწილეობას ვერ მივიღებ“.
https://www.interpressnews.ge/ka/article/52...oxilva-07012019მერე ვითომ ბიძინასაც აგდებს ნამუსზე, თუმცა ეს უიმედო საქმე მგონია, დასახულ მიზანს მაინც არ მოეშვება ))
„ჩვენმა პრობლემებმა და დაპირისპირებამ მოსამართლეთა შერჩევის თემა არ უნდა მიჩქმალოს. გუნდში ვიქნებით თუ არა, მთავარია მოსამართლეების შერჩევა. ჩინჩალაძეებისა და მურუსიძეების დანიშვნა კატასტროფა იქნება. ეს გუნდის დანაპირები არ ყოფილა და ქართველი ხალხისა და სინდისის წინაშე მართლები არ ვიქნებით... მაინც მივიღებ ამ პროცესებში მონაწილეობას და ბოლომდე ვიბრძოლებ ქვეყნის მომავლისთვის. ჩვენი მართლმსაჯულება უნდა გადავარჩინოთ, სასამართლო სისტემა დავიცვათ იმ ნეგატიური პროცესისგან, რომელიც იწყებოდა. ამაში უნდა შევამხანაგდეთ და არ უნდა დავიწყოთ იმის გარკვევა, ბესელიას რა მოტივაცია აქვს და ფოფხაძეს - რა... ბატონმა ბიძინამ თავისი აზრი თვითონ უნდა დააფიქსიროს საჯაროდ. ძალიან მინდა, რომ არ გააწბილოს ქართველი საზოგადოება და სააკაშვილის რეჟიმის მოსამართლეებს არ ჩააბაროს მესამე ინსტანციის სასამართლო“.
რუსეთი უნდა დაინგრეს.