ეს თქვენ ვერ გაიგეთ:
"საბავშო ლექსობით", ეს ლექსი კი არ დავაკნინე, არამედ პირიქით, პატრიოტული ლირიკის, ანუ ფსევდოპოეზიის, დაუნდობელი კლანჭებისგან ვიხსენი

ამ ლექსს რომ შედევრად ვცნობთ და საკრალურ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმიტომ ხსნის მერე აჩრდილი ასეთი სახის თემას მავნებლობაზე.
არადა ეს ლექსი სხვა არაფერია თუ არა იმავ დროების თანაფარდი, რომელშიც დაიწერა, თავის კონკრეტული მიზნით.
წაიკითხეთ, ნიკო ნიკოლაძე, დროებასაც აღწერს და ლექსის მნიშვნელობასაც:
"ახალი ახალგაძრდობა"თქვენ კი დედამიწა რატო არ დაიწვება თქვენ ფეხქვეშო ლამის ბერბიჭაშვილად გამასაღეთ.
პ.ს. აი ეს ამერიკელი პოეტია - ედვინ რობინსონი (1830-1886)
მინივერ ჩივი ჟამთა მოზარე,
ერკინებოდა საწურთოს მუხთალს.
ქვეყნად გაჩენას მოსთქვამდა მწარედ,
ნიადაგ სწუხდა.
მინევერს სწვავდა წარსულის ეშხი,
ხმალთა კვესება, მხედართ ყიჟინი,
(ლომგულ რაინდთა ზმანებით შეშლა
და ცეკვის ჟინი).
იყო მოაზრე სხვათა დიდების
მრავალ სიბრძნეთა მცნობი, უფალი,
ხან რომანტიკის გაბედითების,
ხან ხელოვნების ჭირისუფალი.
უყვარდა ძლიერ მედიჩის გვარი,
თუმც არ ენახა თვალით აროდეს.
ეზმანებოდა ცოდვილთა ჯარი
აწ და მარადის..
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
მინვერ ჩივი გვიან შობილი
ხშირად ფიქრობდა, ხშირად ფიქრობდა:
ცეცხლი თუ სწვავდა ჩაუქრობელი,
ღვინით იქრობდა.
რაასაც ილია ებრძოდა და ახალგაზრდობას მოუწოდებდა განათლებისკენ, შრომისკენ, საქმის კეთებისკენ.
პ.ს.ს
რაც შეეხება "სარკაზმს". კარგად წავიკითხოთ (ფროსტი მიაწერდა ხოლმე თავის ლექსებს - "წაიკითხეთ ორჯერ", "წაიკითხეთ სამჯერ"):: "მათ ახალთ აღგიდგინონ შენ დიდების დღენია, ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია? " ილიას მოღვაწეობას თუ იცნობ, "ჩემო თვალის სინათლე"-ში სარკაზმს ვერ ამოიკითხავ,
მაინცდამაინც სარკაზმი თუ გვინდა, ილიას სარკაზმი ასეთია: "ბ-ნ ჟორდანიას, თავისი თავი ბრძენად და მეცნიერად მოაქვს და რაღაც უზომო დიადობით განგებ გაბუებულა თავისი თავის ქებითა, იმას რომ ჰკითხოთ, იგი მოვლინებულია, რომ წუთისოფლის ბორბალს ღერძი გაუცვალოს და თავისი ბრძანებისა და ნებისაებრ ატრიალოს ცა და ქვეყანა“".
პ.ს.ს.ს
რაც შეეხება ისევ ამ "მავნევბლობას" ანუ ლექსი რო წამოკოტრიალებას და მუთაქას ქადაგებს

. სანამ ილიას ამას დააბრალებ "კაცია ადამიანი" მაინც ხო უნდა გქონდეს წაკითხული? ამიტომ იქვე უნდა მიხვდე, დროულად, რომ ეს ლექსის მსოფლმხედველობა კი არაა ამგვარი, არამედ მისი მახინჯი ინტერპრეტაცია და საკუთარი უმეცრება, წაკითხულიდან აზრი რო ვერ გამოგვიტანია.