ისე
საქართველო ეკონომიკურად დაქცეული.
საქართველო დემოგრაფიულად დაქცეული.
საქართველო რომელიცაა გამათხოვრებული.
საქართველო სადაც ერთმანეთი სძულთ.
საქართველო სადაც ერთმანეთის წინსვლა შურთ.
საქართველო სადაც დავარდნილს ფეხზე არ დააყენებენ, კი არ დააყენებენ გაქურდავენ.
საქართველო სადაც ქართველი ქართველს ცემს სხვა პოლიტიკური აზრის გამო.
საქართველო სადაც ქართველისთვის ნარკოტიკები, ბიო, მარიხუანა უფრო მთავარია ვიდრე შვილმკვდარი მამის სამართალი, ან წესიერი სამუშაო კოდექსზე ქუჩაში გამოსვლა, რომ ხალხი 200-300 ლარზე არ იყოს მონა, მაგ სიტყვის სრული მნიშვნელობით.
საქართველო სადაც ერის ნაწილი (რამხელა თქვენთვითონ გადაწყვიტეთ) იგინება "აქ რამ გამაჩინა, ოღონდაც აქედან გამაქცია და აქაურობა ეშმაკსაც წაუღია"-ო (ზრდილობიანად დავწერ, არ მინდა ზედმეტი ბანი/გაფრთხილება)
საქართველო რომელიც აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ვერ იბრუნებს კი არა, იქით სომეხ უმცირესობას ხმას ვერ სცემს, გაიხსენეთ ეთნიკურად ქართველების ცემა, ხო იმ ქართველების რომლებიც ეკლესიის რეაბილიტაციისთვის ჩასულები იყვნენ ჯავახეთში (თუ არ ვცდები) და წიხლისქვეშ გაიგდეს ეთნიკურმა სომხებმა, ხოლო საქართველოს მთავრობამ, უშუალო დამნაშავეები ციხეში კი არ ჩააყუდა, პირიქით უკან გამოუშვა.
საქართველო, რომელიც უცხოელებს ხელებში შეჰყურებს ენა გადმოგდებული (ფულზე ემათხოვრება) და თავის ტერიტორიაზე თითქმის არაფერს არ აწარმოებს. (ეს ზრდილობიანად ნათქვამია, ბანი/გაფრთხილება არ მინდა თორე სხვანაირად დავწერდი)
საქართველო, რომელიც რუსის ჯარისკაცს ვერ აჩერებს, რომ მისი მიწა სანტიმეტრებით არ მიითვისონ.
საქართველო, რომელიც სეპარატისტებსა და მოღალატეებს ელაქუცება და სიმღერებს უგზავნის "ოი აფხაზცი მი ბრატია, დავაი პრასწიწე ნას ზა 90-ლეტ, მი ბრატია, მი ო ვას სკუჩაიემ ო აფხაზცი ბრაწია ნაში".
საქართველო, რომელიც სეპარატისტებს და მოღალატეებს უხდის დენის გადასახადს.
საქართველო, რომელიც სეპარატისტებსა და მოღალატეებს უხდის გაზის გადასახადს.
საქართველო, რომელიც სეპარატისტებსა და მოღალატეებს უხდის ჯანდაცვის გადასახადს.
გამოდის და იძახის რო თურქეთი არის ოკუპანტიო, "იმინოი" რო:
ხა ხა ხა ხა ხა.
აი ისე გამოგდით, ქუჩაში შიმშილისგან გაძვალტყავებული და სუსტი მათხოვარი რო მივარდება მსუქან, კაი ნაჭამს და მუშტების ქნევას რო დაუწებს

ჯერ ეკონომიკურად ფეხზე დავდგეთ, რომ უცხოელებს ხელებში არ ვუყუროთ ენაგადმოგდებულები, ჯერ ჯარის მხრივ დავდგეთ ფეხზე რო თავზე წამოსარტყავი ერი არ ვიყოთ და როცა ვინმეს (რუსეთს) აუდგება რო არ შემოვარდეს აქ.
და მერე იყვირეთ რო თურქეთი და დანარჩენნი ოკუპანტები არიან, მერე მოითხოვეთ საუკუნეების წინ წართმეული მიწების დაბრუნება. თორე ეხლა თურქეთი და აზერბაიჯანი რო მოგიბრუნდნენ და გითხრან "ხო ვარ შენთვის ოკუპანტი? ხოდა ა.ჩ.ყ-ს მიხედე შენ თავს შენით"-ო და ჩაგიკეტონ საზღვარი სად მიდიხართ?
პე ეს
ხო ისტორიულად ჩვენი მიწაა.
ხო ყირიმიც რუსების იყო, ეხლა უკრაინელებისაა, ანუ გამოდის რომ რუსები სწორე არიან რო იძახიან "კრიმ ნაშ"-ო.
პე ეს
ეს არ დაივიწყოთ: