#54065996 · 14 Jan 2019, 16:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კვლავ "კვირა,ჯის" კუკავას წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდების შესახებ: მედიაჰოლდინგის სტატიაში დასახელებული არგუმენტები "კვირა.ჯი"-ს უდანაშაულობის შესახებ არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით ჟონგლიორობა.კუკავა ძალიან კარგი იურისტია და მეხუთეკლასელის ლოგიკით ჟურნალისტის კითხვებს არ უპასუხებდა. იგი არსად არ უარყოფს ბრალდებას მედიაჰოლდინგის დანაშაულის შესახებ, უბრალოდ ხაზს უსვამს, რომ საჭიროა გამოძიების ჩატარება, რომელიც დაადგენს ყველა მხარის დანაშაულს და უდანაშაულობას. კუკავასთვის გაუგებარია, რატომ უნდა ჩაითვალოს ეს სტატია ექსკლუზივად, როდესაც 'ექსკლუზივი" არ არის გამყარებული და დასაბუთებული ჟურნალისტური ანალიზით და სხვა ფაქტებით, გარდა იდუმალი "სანდო წყაროსი",რომელშიც ძნელი არ იყო ევარაუდა პროკურატურა, რადგან მხოლოდ პროკურატურას გააჩნდა ეს მასალები, რომელთა გასაჯაროების უფლება გამოძიების დასრულებამდე მას არ ჰქონდა. ასეთი სახის ინფორმაციის გასაჯაროება სწორედ რომ მოსახლეობის ინტერესებს აზარალებს . გრიფით საიდუმლო მასალების გამოქვეყნება ყოველთვის შეიძლება. კუკავა განმარტავს, რომ თუ ჟურნალისტი ამ გრიფის მქონე მასალებს თვითონ მოიპოვებს , ეს დანაშაული არ არის, ეს მისი უფლებაა, მაგრამ ასეთი მასალები და დაუსრულებელი გამოძიების მასალები ერთი და იგივე არ არის. პირველ შემთხვევაში მასალას მოიპოვებს ჟურნალისტი და მას ამის სრული უფლება აქვს. მეორე შემთხვევაში წყარო არის სახელმწიფო ორგანო, და მას არა აქვს ამ მასალების სხვისთვის გადაცემის უფლება. კუკავას არ მოუთხოვია ინფორმაციის წყაროს დასახელება,რასაც დანაშაულად უყენებს ჟურნალისტი, რადგან ეს ისედაც ცხადია. "კვირა. ჯი"-ს სტატია არის ცილისმწამებლური და არაობიექტური, რადგან კუკავას პოლიტიკური გემოვნების საილუსტრაციოდ ასახელებს მის კარიერას უარყოფით კონტექსტში და მიზანმიმართულად არ მიუთითებს მის საკანონმდებლო ინიციატივებსა და ოპოზიციაში გადასვლის მიზეზებზე. არ აწყობთ და იმიტომ. ვის აქვს ორმაგი სტანდარტები, კარგად ჩანს "კვირა.ჯი"-ს სტატიიდან.
|