MONTYმე პირადად ვაპროტესტებ, თელასისთვისაც ნაჩივლელი მაქვს, და წავაგე..მურუსიძის დიად სასამართლოში..სემეკში კიდე ყაზტრასგაზს მოვუგე...
სიმონიშვილის კიდე ერთი ინტერვიუ..ვინმემ "ღმერთებიდან" ზემოთ მიაქცია ყურადღება????

რეალურია თუ არა ფონიჭალის ტრაგედიის განმეორების საფრთხე?
19.11.2018
ექსპერტი თბილისის იმ ადგილებს ასახელებს, სადაც გაზი ჟონავს და საგანგაშო პროგნოზს აკეთებს საქართველოში გაზის გაჟონვის მიზეზით წელიწადში დაახლოებით 10 კაცი იღუპება, ათასობით კი იწამლება ან სხვადასხვა ტრავმას იღებს. კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევა თბილისში (ფონიჭალა) რამდენიმე დღის წინ მოხდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ სამი ბინა ფაქტობრივად განადგურდა, დაიღუპა დედა-შვილი და მძიმე დამწვრობები მიიღო სამმა მობინადრემ. რა გახდა გაზის გაჟონვის მიზეზი, ალბათ, გამოძიება დაადგენს, თუმცა სპეციალისტების თქმით, ვერავის ბრალეულობა ვერ დადგება, რადგან გაზმომარაგების სისტემა ქვეყანაში კანონისა და რეგულაციების მიღმაა, შესაბამისად, არავინ არის უსაფრთხო გაზმომარაგებაზე პასუხისმგებელი და აფეთქების რისკის ქვეშ, ფაქტობრივად, მთელი თბილისი დგას.
სოსო სიმონიშვილი, "ყაზტრანსგაზ თბილისის" დირექტორის ყოფილი პირველი მოადგილე:
ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე მივწერე პარლამენტს, ენერგეტიკის სამინისტროსა და გარემოს დაცვის მინისტრს. ენერგეტიკის მაშინდელი მინისტრის მოადგილესაც ყველაფერი დეტალურად ავუხსენი, მაგრამ არაფერი გაკეთებულა.
- რა შეიძლება გააკეთოს გაზგამანაწილებელმა კომპანიამ ან ხელისუფლებამ?
თუ გაზის მიწისქვეშა ქსელს ელექტროქიმიური დაცვა აქვს, მისი ექსპლუატაციის ვადა 30 წელიწადია. მიწაში მუდმივად არის მოხეტიალე დენი, რომლის გაზომვა და განეიტრალება აუცილებელია, რათა მილზე ელექტრომაგნიტური პოლუსი არ შეიქმნას და გაზის მილი არ გახვრიტოს. უკვე 30 წელია ასეთი დაცვა აღარ აქვს ჩვენს გაზგამანაწილებელ ქსელს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ახალ მილსადენს ელექტროქიმიური დაცვა არა აქვს, მისი ექსპლუატაციის ვადა 15 წელია. ასეთი ძველი და ასეთ კატასტროფულ მდგომარეობაში მიწისქვეშა გაზგაყვანილობის ქსელის მოქმედება, როგორიც ჩვენ გვაქვს, კატეგორიულად აკრძალულია ყველა ქვეყანაში არსებული ნორმატივების მიხედვით.
ქალაქში გაზგაყვანილობის მიწისქვეშა ქსელები დაფხავებულია და გაზი ჟონავს. მინდა გავაფრთხილო მოსახლეობა - არასდროს დაგმანონ შენობაში ყველა ფანჯარა და კარი. თუ სახლში ჰაერი არ შემოდის, დიდ საფრთხეს უქმნით თქვენს თავს. თვით გაზი მომწამვლელი არ არის, მომწამვლელია და კლავს წვის პროდუქტი, გამონაბოლქვი. ამიტომ, თუ სარკმელი ოდნავ მაინც გაქვთ გამოღებული, ის არც აფეთქდება და არც მოგწამლავთ. აფეთქება შესაძლოა გამოიწვიოს დახურულ შენობაში როგორც მიწისქვეშა, ისე გაზის ხელსაწყოდან გაჟონვამ. სადღაც ახლოს შესაძლოა მიწისქვეშა გაჟონვა იყოს და გაჰყვეს ტელეფონის კაბელს ან კანალიზაციის მილს, დაგროვდეს, მაგალითად, ტუალეტში... თუ გაზს საკმარისი ოდორიზაცია არა აქვს, ადამიანი საეჭვოს ვერაფერს იგრძნობს, აანთებს შუქს და ტუალეტში დაგროვილი გაზი აფეთქდება. ამ ბოლო ტრაგიკული შემთხვევის მიზეზი გამოსაკვლევია, მაგრამ ადვილი შესაძლებელია, გაზის ხელსაწყომ კი არ გაჟონა, არამედ მიწისქვეშა მილმა და ასე დაგროვდა გაზი თუნდაც საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე.
გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქებების რიცხვი გაიზრდება. შესაძლებელია ძალიან მასშტაბური აფეთქებაც. მაგალითად, იყო შემთხვევა, როცა ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე გამვლელმა სანიაღვრე ჭაში ჩააგდო სიგარეტის ნამწვი, რასაც აფეთქება მოჰყვა. გაირკვა, რომ გაზი ჟონავდა. თავდაცვის სამინისტროსთან ავტოგასამართი სადგური დგას გაზის მილზე, რომლიდანაც ჟონავს. თამარ მეფის ხიდთან, მარჯვენა სანაპიროზე, აკადემქალაქის მიმდებარე ესტაკადამდე, მთელი მონაკვეთის ქვეშ მიწისქვეშა გაზგაყვანილობის მილებიდან ჟონავს ბუნებრივი აირი. წლების წინ, როცა მაგ ტერიტორიას ჩვენი თანამშრომლები ამოწმებდნენ ლაზერული ხელსაწყოთი, რომელიც ცეცხლსასროლ იარაღს =ჰგავს, გაჩერდა მანქანა და შიგ მსხდომი პირები დაინტერესდნენ, რას ვაკეთებდით. თურმე მაშინდელი პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახური ყოფილა. თითქმის ნახევარკილომეტრიან მონაკვეთზე სამ დღეში გაჟონვის ლიკვიდაცია დაგვავალეს. დღედაღამ ვიმუშავეთ, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ სრულად აღმოიფხვრა პრობლემა.
ქალაქი ნაღმზე ზის. ასე რომ, პრობლემის მოგვარება კანონმდებლობიდან უნდა დავიწყოთ. უნდა გაჩნდეს კანონით განსაზღვრული ვალდებულება, რომ კომპანიებმა მოსახლეობისთვის უზრუნველყონ არა მხოლოდ უწყვეტი, არამედ უსაფრთხო გაზმომარაგება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავ გვექნება აფეთქებები, მსხვერპლიც და კვლავაც არავის მოეთხოვება პასუხი.