#54088402 · 18 Jan 2019, 22:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
manuchari123456
QUOTE | როგორც შენ წერ არავის ბრალი არაფერი ყოფილა და უნდა დავივწყოთ ფაქტი... |
ფაქტი დავივიწყოთ რა ნიშნავს საერთოდ, შენ ამ სიტყვებში იგულისხმება ის რო განტევების ვაცს ეძებ რო ლიჟბი ვინმე დაისაჯოს მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა მისი ბრალეულობა არის თუ არა
QUOTE | იკვეთება იმ ორი ადამიანის პასუხისმგებლობა მარა არ არიან მთავარი დამნაშავეები |
ფაქტი დადე როგორ იკვეთება, ფაქტი და არა შენი მსჯელობა და სადღეგრძელოები როგორც უმეტესობას ქართველებს გვახასიათებს, მე მაქვს შეხება და გეუბნები როგორაა ფაქტებით და დებულებებით და შენ მესაუბრები სადღეგრძელოებით და შენი აზრებით, გიხსნი რო კომპანია, აგრეთვე თელასიც და წყალიც არის სემეკის მიერ დადგენილი და განსაზღვრული ჩარჩოებში მოქცეული, ვეჭვობ სემეკის იცოდე რა არის ისეთი პოსტი დამიწერე, არის გაწერილი ვინ როგორ უნდა მოიქცეს და იქცევინა ისტრუქციების შესაბამისად და არა ისე როგორც თვითონ მოესურვებათ, ადამიანის სიცოცხელზეა ლაპარაკი და შენ გგონია ვინმე საქმეს იკიდებს? აპარატს რო დაეფიქსირებინა როგორ გგონია ვინმე დაიკიდებდა? როცა ყველამ იცის რო გაზის ისე კვდება კაცი ვერც იგებს, და ღმერთმა ყველა დაიფაროს აფეთქებას იწვევს კიდე
QUOTE | რასაც შენ ამბობ თუ სწორია და ამ ორი ხელოსნის ბრალი არაფერი ყოფილა მაშინ ძალიან ცუდი რამე ხდება. საქმე შეუკერიათ უკვე და მსხვერპლიც განუსაზღვრავთ |
მე დაგიწერე რო ხელოსნები არ არიან ზეინკლები ქვიათ, რაც ევალებოდათ და რასაც ყოველდღიურად ასრულებენ ის შეასრულეს იმ პარატურით რითაც მუდმივად მუშაობენ და შეკვეთა და შემოკვეთა ეგ რუსთავი ორის სცენარია უკვე და პოლიტიკაა, ხალხი დაიღუპა რა შეკვეთაზე საუბრობ კარგით რა
Thunder88
QUOTE | რით ხსნის მაგას, რომ აპარატმა არ დააფიქსირა მითუმეტეს 6 სართულზე გაზის მომატებული კონცენტრაცია? ხომ ფაქტია რომ გაზი ჟონავადა. |
უყურე ჩემო კარგო როგორაა საქმე არ მეზარება ამდენი წერა და გიწერ ტექნიკურად როგორ არის ეგ, ზოგადად ეგ აპარატი ამოწმებს ჟანგბადს და როცა ჟAნგბადში ფიქსირდება გაზის შემცველობა აპარატი ამას გატყობინებს, რაც არ მოხდა, რით ვხსნი და ლოგიკური ახსნა რაც აქვს იმას დაგიწერ რაც მანამდე არაერთხელ მომხდარა ჩვენდა სამწუხაროდ, დაკეტილ ბინაში როცა მოხდა რაღაც რაც არ ვიცით რის გამოც დაგროვდა გაზი ის გაზე გროვდება ლოგიკურად ოთახში თუმცა ყველაზე ნაკლებად გამოდის სადარბაზოში რკინის კარის გამო, თუ ფანჯრებიც დახურულია გარეთაც ფანჯრის საშუალებით ძალიან ძნელად გამოვა ისე რო მეზობლებმა იგრძნონ მაგრამ გავა საჰაერო გზებით, ვენტილაცია და ა.შ. და მეზობელი ბევრად ადვილად იგრძნობს ვიდრე სადარბაზოში მყოფი ადამიანი, ამასთან უმეტესობა ბინები დაკეტილია და ფიზიკურად ვერ შეხვალ ყველასთან რომც გინდოდეს, და როცა უნდათ ხშირ შემთხვევაში არც მაშინ უშვებს მოსახელობა სამწუხაროდ არადა სემეკის დადგენილების სრული უფლება აქვს გაზის თანამშრომელს რო მოთხოვოს სახლში შეშვება უსაფრთხოების გამო, როგორც შენ წერ ფაქტი ეგაა რო გაზი დაგროვდა მაგრამ გაჟონა თუ არა ეგ არ ვიცით, შეიძლება დაგროვდა გაზქურის გაუმართაობის ან სხვა რაიმე გაზდანადგარის მწყობრიდან გამოსვლის გამო, სამწუხაროდ როცა აფეთქება ხდება ან ხანძარი იმის ალბათობა რომ დადგინდეს ეს მიზეზი კრიმინასლიტიკურად არის 0 ვინაიდან აფეთქების ძალა/ტალღა ან ცეცხლი ანადგურებს ყველანაირ მტკიცებულებებს
tokoatuka
QUOTE | აპარატი რად უნდოდა როცა ყნოსვითაც იგრძნობოდაო |
კი ეგრეა მაგრამ როგორ გგონია კომპანიის წარმომადგენელი რო მივა ყნოსვით უნდა შეამოწმოს თუ ტექნოლოგიის გამოყენებით უნდა ეცადოს ყველაფერს, მერე საინტერესო იცი რა არის კიდე? მე-9 სართულის მობინადრე ვინც დარეკა და თქვა გაზის სუნს ვგრძნობო ხო გაესაუბრა ამ გაზის თანამშრომლებს, ხოდა კითხვა ისმის როცა ამათმა უთხრეს რო არსად აპარატი არ აფიქსირებს არაფერსო და აქტი რო შეავსეს და ამ ქალმა რო უკარნახა სახელი და გვარი, ამ ქალმა ვერ უთხრა რო ეგ თქვენი აპარატო რო არ აფიქსირებს აი აგერ იგრძნობა გაზის სუნი და მოდი თქვენც შეისუნთქეთო? ან ის ვერ უთხრა რა ადგილში იგრძნობოდა გაზის სუნი? ფაქტია რო აპარატმა ლიფტის შახტაში სადარბაზოში და ეზოში არ დააფიქსირა გაზი, იქნება გაზის სუნი იგრძნობოდა მე-6 სართულის ფანჯრების აყოლებაზე გარეთ ხო, მაგას აპარატით ვინ გაზომავდა მაგხელა კიბე ვის აქვს ხო? მაშინ უნდა ეთქვა ამ ქალს რო გარეთ ფანჯარაშია სუნიო, მოკლედ ეს ნიუანსები არაა ცნობილი, წესით რაც შეეძლოთ იქ არაფერი იყო სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ
ThatGuy
QUOTE | ალბათ აფეთქებაც არ მომხდარა ხომ? გვეჩვენება ალბათ,არ იყო იქ გაზი და ეს დღეები რასაც გვაჩვენებენ მონტაჟია. |
ესეთ სადღეგრძელოებს მეც დაგიწერ მაგრამ აზრი? აფეთქებაც იყო და არც გვეჩვენება, ნეტა გვეჩვენებოდეს და ის ხალხი ცოცხალი იყოს
QUOTE | პარიზჟი გამოძახებაზე რო მივიდნენ მაშინ მოხდა აფეთქება,ესენი ორჯერ იყვნენ შეამოწმეს და წავიდნენ,განსხვავება არის მემგონი |
გამოძახება როდის იყო იცი? ასობით კუბი იყოო დაგროვილი იმხელა დაგროვება/გაჟონვა იყო, მაგას იცი რამდენი დრო უნდა? ღმერთმა დაიფაროს აქ რო მოხდეს მსგავსი, ტექნიკურად აი იქ არის იმდენი კითხვის ნიშანი რო რავი, მაგრამ იმათ მიხედონ თავის თავს, მე ეგ პოსტი იმის საპასუხოდ დავწერე რო ამერიკა-ევროპაში ასე და ისე უზავდნენო და ვის რა უნდა უქნა თუ ვინმეს ბრალეულობა არ არის, რახანც ვიღაცა გაურკვეველი მაგ საქმეში ითხოვს დასჯას ისე რო არც იცის არაფერი იმის გამო უნდა დაისაჯოს ვინმე? რეალურად ხალხი ეძებს განტევების ვაცს და აი ესაა სიმართლე
keen
QUOTE | კონკრეტულად რა გახდა აფეთქების მიზეზი (სად იყო გაზის გაჟონვისა თუ დაგროვების ადგილი), არსებობს ოფიციალური ინფორმაცია? |
ზემოთ მიწერია ზუსტად ეგ, როცა აფეთქება ხდება ან ხანძარი გაზის მაგხელა დაგროვების გამო იქ ფიზიკურად ვეღარ დგინდება მიზეზი რა გახდა, მერე საინტერესო მომენტი იცი რა არის? იმ ბინაში ეყენა დეტექტორი, თუ ის დეტექტორი გათიშული არ ქონდა მოსახლეს ხო სანამ კარებს გააღებდა და შუქს აანთებდა ის დეტექტორი სულ უნდა ყოფილიყო ჩართული და ძალიან დიდი ხმა აქვს, მაგრამ დეტექტორი გათიშული იყო, თორე ბევრად ადრე გაიგონებდნენ იმ დეტექტორის კივილის ხმას
iviko18
აი ეგ რაც დაპოსტე სოკარს ყველგან ეგრე აქვს, ქუთაისშიც, რუსთავშიც და სხვა ქალაქებში, ამ დროს მაგას აი ეხლა მიაქციეს ყურადღება, რეალურად კი კატეგორიულად არ შეიძლება შლანგით გაზის გატარება ღია სივრცეში ვინაიდან ამინდის ზემოქმედების გამო შლანგი ზიანდება, შლანგით გაზის მიწოდება ტექნიკური ნორმებით დაშვებულია როცა შლანგი ან მიწაშია ან დახურულ სივრცეში, იგივე კედელში ოღონდ კედელში შლანგმა უდნა გაიაფროს ე.წ. გოფრირებულ მილში
დღემდე სოკარისთვის ეგ არავინს მოუთხოვია, სულ ფეხებზე ეკიდა ყველას და რა თქმა უნდა სოკარსაც ეკიდა, რაც იაფათ გააკეთებდა მონტაჟს მით უკეთესი, თბილისის მასშტაბით მაგ კუთხით შედარება არაა ყაზტრანსგაზი გარეს ყოველთვის რკინით აკეთებს, ბევრი რამეა მოსაწესრიგებელი კანონმდებლობით და იმედია დალაგდება
|