დავბრუნდი, ცოტა არ მეცალა.
ახლა ერთ მარტივ ჭეშმარიტებას განგიმარტავთ, რომ აღარ მოხდეს გაუგებრობები შემდგომ:
არ ვარ პარტიული, უბრალოდ ვცდილობ, ყოველთვის ვისაუბრო სიმართლე პოლიტიკაზე და პოლიტიკოსებზე, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა არჩევანში შევცდი (ანუ ჩემს თავს მოვკითხავ პირველ რიგში)
ახლა აქ, როგორც ჩანს, თუ ხელისუფლების მხარდამჭერი არ ხარ, ავტომატურად გამოდიხარ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი. ეს მიდგომა არის უკიდეგანო ტუტუცობა და დაბალი ინტელექტის მაჩვენებელი ადამიანში. ასეთი ტიპები არიან რადიკალები როგორც წესი, რაც თავისთავად არ მიუთითებს მათ შემოქმედებითობაზე.
აქ ვინც ადამიანს შეურაცხყოფას აყენებს (ბილწსიტყვაობა და ა. შ.) არის ჩვეულებრივი კაცუნა, რომელსაც კაცობასთან არაფერი აქვს საერთო. ეს არის აზრების გაცვლის სივრცე, აქ ადამიანისთვის შეგინება არის პრიმიტივიზმი, რადგან უბრალოდ არ შეუძლია შეურაცხყოფილს, რომ ხურდა დააბრუნოს. რეალურ ცხოვრებაში რა თქმა უნდა ვერ ბედავენ ასეთები მსგავსი საქციელის ჩადენას, რადგან ძალიან სწრაფად ჩაელეწებათ კბილები. თან დედის შეგინება ფორუმზე, იმის გამო, რომ ვიღაცის აზრი არ მოგწონს უბრალოდ, მხოლოდ ძალიან მშიშარა და გაბოროტებულ ვირთხას შეუძლია.
ხო, თემას რაც შეეხება, ჩემი აზრით, სწორედაც რომ უნდა გადადგეს ასეთ დროს ქალაქის უფროსი. აფეთქებები ერთ-ერთი კომპონენტია და აქაც კი ქლესობა გამოავლინა, რადგან ლამის ნიკო ლეკიშვილს დააბრალა ეს ტრაგედია, სირცხვილია
ჩემთვის, მისი დანიშვნიდან მეორე დღესვე, მისი გადაყენების მთავარი არგუმენტი იყო და დარჩება უვიცობა, შარლატანობა, უტიფრობა და ამ ბოლო დროს გამოვლენილი უზრდელობაც. ამ ჩამოთვლილი ბრალდებებიდან, რომელსაც არ ეთანხმებით, შემიძლია დაწვრილებით და ფაქტებით გავამყარო ეს ნათქვამი. ქალაქის მერი ალბათ საამაყოც უნდა იყო გარკვეულწილად, ჩემთვის არ არის საამაყო ეს პიროვნება. კიბატონო, კარლო (მამამისი) უნდა ამაყობდეს, რომ მიშვა შვილმა მიაღწია სპორტში გარკვეულ სიმაღლეებს, როგორც რიგით ქართველს მეც მიხაროდა ხოლმე მისი მილანური წარმატებები, მაგრამ ეს არაფერ შუაშია ქალაქის მართვასთან, რაც აშკარად არ გამოსდის.