#54083717 · 18 Jan 2019, 01:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რა სისულელეა, სერგეენკოს წესით მაგრად უნდა შერცხვეს ამ განცხადების!
ჯერ ეს ერთი "უფასოდ" იღებს ცოტა ხმამაღალი ნათქვამია... აი სერგეენკო რო გამოიგონებს და რო დადგავს (ისიც ბიუჯეტის ხარჯით) ისეთ აპარატს, რომელიც მიიღებს და გასცემს სისხლს ყოველგვარი დანახარჯის გარეშე, ე მაშინ დაუძახოს მაგას უფასო.
და მეორეც ერთი, ვიღაცა თუ იმ სისხლში ფულს იხდის, ე.ი. მაგრად სჭირდება და იმის მაგივრად რომ იმ ხალხზე დაფიქრდეს, ვინც მზადაა სხვის სისხლში ფული გადაიხადოს, გამოდის და ასეთ სისულელეს აბრეხვებს! რა, აღარ ჩავაბაროტ ეხლა სისხლი? ცხვირი ავიბზუოთ და ვივაჭროთ ჩვენ ჩვენს სისხლში რამდენი გვეკუთვნის? რა სისულელეა, ვისაც ოდესმე სისხლი გაუცია ნებისმიერი დამეთანხმება რომ კაპიკს არავის გამოართმევს ამ საქმეში! და სისხლის ბანკი ამ საქმეში რომ ფულს იღებს ამაში რა არის გასაკვირი, უფასო რა გვაქ რო? რაც გვაქ და უფასოდ საღდება, ისიც ბიუჯეტიდან ფინანსდება და მოდი რა... ეგეთ უფასოს მე ისევ ფასიანი მირჩევნია!
პ.ს. უნდა დავამატო, საბჭოთა კავშირის დროს თუ არ ვცდები უფასო სადილი ეკუთვნოდა ადამიანს, ვინც სისხლს ჩააბარებდა და შეიძლება ვცდები, მაგრამ რაღაც თანხასაც უხდიდნენ. იყო ხალხი ვისაც მაგით თავი გაჰქონდა, ანუ რაღაც მიზერულ თანხას იღებდნენ და მაგის გამო როგორც კი საშუალება მიეცემოდათ მიდიოდნენ და სისხლს აბარებდნენ. ეტყობა სერგეენკო ვერ გაიზარდა ამ საბჭოთა კავშირის ეპოქიდან.
This post has been edited by Lilith on 18 Jan 2019, 01:27
--------------------
ტიპებმა ქვეყნის მომავალი ლომბარდში ჩადეს ფული მოტეხეს და ვალდებულებებს ჩვენ გვიტოვებენ
|