
თავად რატომ არ წაიკითხე ყურადღებით ?
ნორმის მიხედვით
მომგერიებლის მოქმედება ჩარჩოებშია მოქცეული,
რაც გულისხმობს, რომ არ უნდა იყოს დარღვეული
თავდასხმისა და თავდაცვის თანაფარდობა
როდესაც ხელმყოფისათვის მიყენებული
ზიანი აშკარად არ შეესაბამება იმ ზიანს, რომელიც
ხელყოფით მოსალოდნელი იყო, ე.ი. როდესაც დარ-
ღვეულია „ინტერესთა თანაფარდობა”.
აქედან, იმ
შემთხვევაში, როცა მომგერიებელი ხელყოფისაგან
თავდაცვის დროს თანაბრად ეფექტური საშუალე-
ბებიდან აირჩევს არა შედარებით მსუბუქ, არამედ
– შეგნებულად საშიშ საშუალებას, როდესაც არ
არსებობს არჩეული დაცვის საშუალების აუცი-
ლებლობა, სახეზე იქნება ე.წ. აუცილებელი მოგე-
რიების ”ინტენსიური ექსცესი”, რომლის დროსაც
სსკ-ის 28-ე მუხლიდან გამომდინარე, გამართლე-
ბა არ იქნება შესაძლებელი.Eასეთ ”ინტენსივირე-
ბა”, Yთუ მას მოჰყვა თავდამსხმელის სიკვდილი,
მიიჩნევა სსკ-ის 113-ე მუხლით გათვალისწინე-
ბულ აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადა-
ცილებით ჩადენილი მკვლელობის პრივილეგიურ
შემადგენლობად.
This post has been edited by N_e_o_N on 18 Jan 2019, 13:08