მეც

ან დილას რო ვერ ვდგებოდი ან კიდევ წირვაზე საათობით გაუნძრევლად დგომისგან წელი რო მტკივდებოდა.
ყველაზე მაგარი ისაა, რომ თბილისის ეკლესიების უმეტესობაში ვერც გაიგებ რას ლაპარაკობს მღვდელი ან მედავითნე.
სიტყვებს ვერ გაარჩევ.
სხაპასხუპით კითხულობენ, რაც შეიძლება მალე რო მორჩნენ და არაფერი არ გესმის.
და იდექი მასე 2-3 საათი და უსმინე გაუგებარ მონოტონურ ხმაურს.
2012-ში უშგულში ვიყავი და დილას წირვას დავესწარით,
უშგულის ლამარიაში.ყველაზე მაღალ ადგილზე მდგომი მოქმედი ეკლესიაა თუ არ ვცდები.
პატარა, 10 კვ.მ. დაახლოებით.
და მაგ დროს უკვე აღარ დავდიოდი წირვა-ლოცვებზე და მანდ მოვისმინე თურმე რას კითხულობენ წირვაზე.
არ იყვნენ მოსწრებაზე და კი გაგრძელდა უფრო დიდხანს, მაგრამ მანდ არ დავღლილვარ.
მესიამოვნა რო მესმოდა რისი მონაწილეც ვიყავი.
თან გარემოსაც აქვს მნიშვნელობა.
3200 მ ზღვის დონიდან, ქვემოთ უშგული, ზემოთ შხარა...
თითქოს შენც იქ ხარ, ზემოთ.
შენს გვერდით მდგარი სუფთა სახის სვანი მოხუცები და ბავშვები...
კურპუსის ერთოთახიანში გახსნილ ეკლესიაში ვერ იქნები მასე.
This post has been edited by Frankens†ein on 19 Jan 2019, 14:44
Mens sana in corpore sano...