#54091981 · 19 Jan 2019, 20:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წაშავდა მეგოაბრო, კი არ გეღადავები ან ა. შ., მაგრამ შეკითხვა გაქვს დასმული არასწორად (არასწორად დასმულ შეკითხვაზე პასუხებიც არასწორი იქნება):
არა, არამედ - ქართველ ხალხს.
საქართველო სხვა არაფერია თუ არა ქართველი ხალხი. ციკლურად ხელისუფლებაში მოსული მთავრობის სხვადასხვა შემადგენლობები ზუსტად ისე ბლატაობენ, როგორც ქართველ ხალხთან გასდით და საქართველოს და ქართველ ხალხს ზუსტად ის არჩევანი აქვს და ის მთავრობა ჰყავს, რასაც იმსახურებს და რაზეც ქაჩავს.
ამიტომ შეკითხვა აბსტრაქცულ ან იურიდიულ კატეგორია "საქართველოზე" აქცენტით კი არ უნდა დასვა, არამედ - აქცენტით ცოცხალ სოციალურ ორგანიზმზე, რომელიც ქვეყანაში ყველაფერს განაპირობებს პიროვნული ურთიერთობებიდან ვიდრე სახელმწიფო აპარატის ჩათვლით - ქართველ ხალხზე.
რაც შეეხება შენი შეკითხვის არსს, დააკვირდი ქართულ დღევანდელობას (შედარებისთვის შეგიძლია შეხედო, როგორ ცხოვრობენ დასავლეთში, ოღონ იქ კანონი კანონიაო, ამას არ დააბრალო უკეთესი ცხოვრების დონე - კანონს ადამიანი ქმნის) და შენ თვითონ მიხვალ სამწუხარო პასუხამდე.
--------------------
ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული -- ბეთჰოვენის მეცხრეს ფინალი ხომ არა გაქვთ, კარაიანის შესრულებით და ნიკას დირიჟორობით? © Johnnie Walker
|