ეს და კრუგმანი მიყვარს ძალიან. სხვათაშორის უგო ჩავესის მკვდარი ფანია ჩომსკი, მარა ელიტალური მედია არ ახსენებს ახლანდელ ვენესუელას. დაჟე პროჭს წმენდენ უკვე სოციალიაზიმს, მაგის ბრალი არაა ქვეყნის კატასტროფაო.
ეხლა შევეცდები ჩემი აზრი გითხრა ზოგადად და მერე საქართველოს მდგომარეობაზეც ვიტყვი იმას მე როგორც მესმის, თუმცა კარგად არ ვიცი მანდ რა ხდება დეტალებში.
ასევე მოდი პირდაპირ გეტყვი, როცა შენ მესამე პირი ხარ, არავინ არ გეკითხება ვინ ვის რამდენ ხელფასს გადაუხდის, თუ თავი სხვაზე ჭკვიანი და სხვაზე უკეთესი გგონია, მიდი დაიწყე ბიზნესი და შენ გადაუხადე. თუ იმას ფიქრობ რომ სახელმწიფო ვინმეს დაავალდებულებს ხელფასის ოდენობას და ფასების კონტროლს ცენტრალური მმართველბიდან ისე რომ ამას ეკონომიკური უკუსვლა არ მოჰყვება, ცდები. ცენტრალური დაგეგმარება ყოველთვის კრახით მთავრდება, სულ რომ არაფერი დაკეტავს ის სუპერმარკეტს და მორჩა. თუ ნახავს მეორე ფულიანი რომ სამთავრობო წნეხის გამო დაკეტა, გიჟია თავისი კაპიტალი ჩადოს? მე მჯერა რომ შენ გინდა დაეხმარო ხალხს, მარა ადამიანი არაა ჭადრაკის ფიგურა დადო მაგიდაზე და მანიპულაცია უკეთო, რეაქციას მოგცემს, რეაქცია კი პირველ რიგში ღარიბს აზარალებს. სულ რომ არაფერი ზუსტად 100% შენნაირი აზრები მქონდა მეც 2016 წლამდე სანამ რაიმე პოლიტიკურ, პოლისების ისტორიის წიგნს გადავშილიდი, ან ლექციების მოსმენას დავიწყებდი.
დავიწყოთ ბიზნესით ზოგადად. შენ ან ნებისმიერ პოლიტიკოსს, ნებისმიერ მესამე პირს ვინ გეკითხებათ რამდენი უნდა დარჩეს მფლობელს? იცი რამდენი აქვს ჩადებული? რამდენჯერ გაკოტრდა? რამდენი წელი დასჭირდა რომ მოგებაზე გასულიყო? ამაზონი ავიღოთ მაგალითად, რამდენჯერ გაკოტრდა და რამდენი ხანი დასჭირდა მოგებაზე გასასვლელად? როცა მოგებაზე ვერ გადიოდა მაინც უხდიდა ხელფასს ხალხს.
რა მოხდება თუ ბიზნესს მოსთხოვ გადაუხადოს იმაზე მეტი ვიდრე ამ წუთას უხდის? როგორც მინიმუმ გაგიძვირებს პროდუქციას: რძეს, პურს, კარაქს, პირველადი მოხმარების საგნებს. ან შეუმცირებს საათებს და მისი ბრუნვა შემცირდება იმიტომ რომ საბოლოო ხელფასს მაინც იგივეს გადაიხდის, ან საერთოდ გაუშვებს მოლარეს და დადგავს check out desk-ს, მოლარის ხელფასი გახდება 0, ხოლო ახალი სამუშაოს დაწყება რომ მოუნდება ვინმეს ეს უბრალო პოზიცია იქნება გამქრალი. იცი ეს, როცა სამსახურს ეძებ კარგს პირველ რიგში იმას გეკითხებიან თუ რა გამოცდილება გაქვს.
დავუშვათ გახდა მინიმალური ხელფასი 600 ლარი, დავუშვათ. ამას მოჰყვება გაძვირება როგორც აგიხსენი. რას ეუბნები იმას ვისი ხელფასიც 700, 800 ან თუნდაც 1000 ლარი იყო? ამათ რა მოუვათ? ვინ დაზარალდა? მილიონერი თუ 800 ლარიანი? ან რა გგონია რომ ამათი ხელფასებიც უცებ ჰოპლა და მოიმატებს?
ეხლა სპორტს და გასართობ ინდუსტრიას მივყვეთ როგორ ხდება იქ კაპიტალის გამომუშავება და ასტრონომიული ხელფასები. რამოდენიმე სპორტის და მუსიკის მაგალითს მოვიყვან, მერე განავრცე შენ.
ადრე თქვი (შემისწორე თუ ვცდები) კონცერტზე ვიყავიო, ბილეთი ძვირი ღირდაო. მეო 2 საათი ვისიამოვნე და იმან მილიონები იშოვნაო. შენ ვინმემ დაგაძალა ბილეთი გეყიდა? სახლში იუთუბში ვერ უსმენდი? ანუ გადაწყვიტე შენ დაძალების და დავალდებულების გარეშე რომ გეყიდა ბილეთი, შენ გააკეთე არჩევანი და წახვედი იქ კონცერტზე. ბილეთი ძვირი იმიტომ ღირს რომ მყიდველი ჰყავს ბევრი, ბილეთების ოდენობა კი შეზღუდულია. იგივე მუსიკის მოსმენა ინტერნეტში ღირს კაპიკები იმიტომ რომ შეზღუდული არაა, მარა ცოცხალი მაყურებელი ვერ იქნება უთვალავი. მოთხოვა მიწოდების ბალანსის გამო ბილეთი ღირს ძვირი.
ამ მუსიკოსმა სიამოვნება მიანიჭა ათასობით ადამიანს, ათასობით ადამიანმა უთხრა საკუთარ თავს: ეს სიამოვნება მე მიღირს 200$ თუ რამდენიც ღირდა. მიიღე ეს შედეგი.
ეხლა იკითხავ, რატომ ღირს 200$ და არა 20$? იგივეს გიპასუხებ, შენ ვინ გეკითხება მუსიკოსი თავის დროს რამდენად გაყიდის? არ გინდა და ნუ წახვალ. ის ყიდის თავის დროს ამ ფასად, მორჩა და გათავდა. ვიღაც სხვა მომღერალი ყიდის 20$ ბილეთს მარა აქ იმიტომ წახვედი რომ შენ გინდოდა კონკრეტულად ეს. დააკვირდი, ისაა გასართობ ინდუსტრიაში ყველაზე მდიდარი ვინც ყველაზე პოპულარულია, ანუ მოთხოვდნადი, ანუ ხალხი თავისი ნებით რომ იწონებს მას.
სპორტში ავიღოთ კრივი, კრივი ყველაზე ადვილი ასახსნელია. პაკიო და მეივეზერმა რომ იჩხუბეს მოგებულმა 150 მილიონი აიღო და წაგებულმა 80. ნუ თუ ვცდები არ აქვს მნიშვნელობა, ანუ დიდი თანხა. ეხლა იკითხავ რატომო? იმიტომ რომ კრივის ყურება ღირს ფული, ხალხმა გადაიხადა მაგ ბრძოლის სანახავად 150$. არავის უთქვას ოჯახებისთვის გადაიხადეთო. დაანონსდა, ხალხმა გადაწყვიტა რომ ეს სიამოვნება უღირდა 150$ და გადაიხადა. იმდენი ფული შევიდა რომ მოკრივეებმა აიღეს ამხელა ჰონორარი. მეივეზერს მეც და შენც დავუდგებით 80 კი არა 8 მილიონ დოლარად და ავიტანთ 1 ტვინის შერყევას. პრობლემა რა არის იცი? ჩემს და შენს ნახვაში 150$ კი არა, 1$ არ გადაიხდის არავინ, ეგ ფული არ შეგროვდება და ჰონორარიც არ იქნება.
მაიკლ ჯორდანმა 2015 წელს აიღო 80 მილიონი დოლარი მარტო ნაიკის ბოტასების გაყიდვით, ანუ ნაიკმა მისცა მას წილი 80 მილიონი$. რატომ? იმიტომ რომ მისი სახელობის ბოტასი გაიყიდა 2 მილიარდის!!! ასობით ათასმა ადამიანმა გადაწყვიტა რომ მათ ნაიკის ბოტასი უღირდათ 200-300$ ან რაც ღირს არ აქვს მნიშვნელობა. ხალხმა მისცა საკუთარი ნებით ეს ფული იმიტომ რომ მათ უნდოდათ ასე, მათი თავისუფალი გადაწყვეტილება იყო ეს.
იკითხავ ახლა, სახელმწიფომ წაართავს ნაიკს და ჯორდანს 90%, მაინც დიდი თანხა დარჩებათ და დაურიგონ ეს ფული სხვებს.
ნაიკიც და ჯორდანიც გავა ამერიკიდან კანარის კუნძულებზე, ირლადიაში ან აიღე სხვა ქვეყანა რომელიც ეტყვის რომ მაიკლ, მე არ წაგართმევ 90%-ს. ამერიკა დაკარგავს სრულ თანხას რასაც იღებდა ჯორდანის და ნაიკის გადასახადიდან, მიიღებს 0-ს და არა 90%-ს, სხვა კი მიიღებს 0-დან რაღაც გარკვეულს.
ეფლია ამის მაგალითი, ირლანდიაში იხდის 12% გადასახადის თუ სწორად ვიცი.
ამიტომ დაბრუნდა ამერიკაში ბევრი კომპანია რომ 39%-დან დაუწიეს გადასახადი 21%-ზე. ანუ ამერიკაში დაწეული გადასახადით რეალურად ნაკლები % მარა ოდენობით მეტი დოლარი შევიდა.
და ბოლოს, თუ გგონია რომ საზღვარს ჩაკეტავ და ა.შ., დახურავს ის მაგ ბიზნესს, ჩაიდებს ფულს ჯიბეში. ცენტრალიზებას თუ გაუკეთებ და სამთავრობო ბიზნესად აქცევ მიიღებ იმას რაც ხდებოდა მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში.
საქართველოს პრობლემა. არ არსებობს ალტერნატივა, სამწუხარო რეალობა ისაა რომ იმ მოლარეს დიდი ხანი უწევს მოლარედ მუშაობა. ალტერნატივა რომ გაჩნდეს უნდა განვითარდეს კერძო სექტორი, ბიზნესი რომელიც წინ წაწევს ეკონომიკას. ეს ყველაზე სწრაფად ხდება დერეგულაციების და დაბალი გადასახადის დროს, როცა მთავრობა წილში არ უზის ბიზნესებს და ჭკუას არ არიგებს როგორ იშოვნონ ფული.
ერთ-ერთ სტატიაში ზემოთ წერია კალიფორნიის გუბერნატორის ჯერი ბრაუნის განცხადება. მინიმალური ხელფასი ეკონომიკის მხრივ სისულელეა მარა პოლიტიკურად და მორალურად არის სწორიო

ბარაკ ობამას ჰკითხეს, რატომ გინდა ე.წ. capital gains tax-ის გაზრდა, როცა % შემცირდა ფულის ოდენობა გაიზარდა, ანუ შენ ბიუჯეტში მეტი ფული მიიღე, ახლა % მაღალი იქნება მარა ბიუჯეტში ნაკლები ფული შემოვაო. რა უპასუხა იცი? it's good for social justice-ო. ანუ პოლიტიკურად კარგად იყიდება მსგავსი იდეები რომ მდიდარს წაართმევ და ღარიბს მისცემ

დასკვა შენ გამოიტანე, მე ჩემი აზროვნებით და მიღებული ინფორმაციით ასე მესმის.
ასევე მიმაჩნია რომ კაპიტალის შექმნა შეიძლება და მეათე მცნების გათავისება საჭიროა ადამიანისთვის!
წარმატებები ცხოვრებაში
This post has been edited by პეტრუჩი on 20 Jan 2019, 23:23