იოანეს გამოცხადება 17
11. ხოლო მხეცი, რომელიც იყო და აღარ არის, მერვეა შვიდთაგან, და წარსაწყმედლად მიდის.
განმარტება:
გორბაჩოვი იყო მხეცი მერვე შვიდთაგან, რადგან გორბაჩოვი მეშვიდე იყო როდესაც კომუნისტური ათეისტური პარტიის გენერალური მდივანი გახლდათ . ის იქცა მერვედ, როდესაც პრეზიდენტის მანტია მოირგო. ასე რომ კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო.
მხეცი და მხეცის თავები სინონიმებია,რაზეც უკვე ვიმსჯელეთ. ეს მერვე თავია რომელიც შვიდიდან ერთერთია და ეს თავი გორბაჩოვია. რატომ არის ის ასე ორ თავად გამოყოფილი? იმიტომ რომ ის 1985 წლიდან 1991 წლამდე კომუნისტური ათეისტური იმპერიის გენერალური მდივანი იყო , ხოლო 1990 წლიდან 1991 წლამდე საბჭოთა კავშირის პრეზიდენტად იქცა. პარტიის გენერალური მდივანი არადემოკრატიული გზით, კომუნისტური პარტიული ჩინოვნიკების გადაწყვეტილებით მტკიცდება, პრეზიდენტი კი თავისუფალი სახალხო არჩევნების შედეგად მიღებული თანამდებობაა, რაც გორბაჩოვის შემთხვევაში არ გაკეთბულა. ის პრეზიდენტად აირჩია 2000 ნომენკლატურულმა სახალხო დეპუტატმა.
მიუხედავად ამ ცვლილებებისა მნიშვნელოვანი გორბაჩოვის ცნობიერებაში არაფერი მომხდარა. მას ვიკიპედიაში სარწმუნოებაში დღესაც (10.05.2015) ათეისტი აქვს ჩაწერილი.
სწორედ რომ ამ ,,სახეშეცვლილი“ მერვე თავის გორბაჩოვის დროს დაინგრა საბჭოთა კავშირი , ქვეყანა რომელიც წარსაწყმედლად მიდის. დღეს სახეზეა ის ეკონომიკური სანქციები, რაც მსოფლიომ გამოუცხადა რუსეთს, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვება ამ ქვეყნისათვის.
ორი გორბაჩოვი, საბჭოთ კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი და სსრკ-ს პრეზიდენტი. მეშვიდე და მერვე მეფე წითელი შვიდთავიანი მხეცის.
