1.მოსამართლეების შერჩევა უნდა იყოს იურისტთა კორპუსის საქმე, ან ხალხის საქმე (არჩევნებით) . . . .
2.ცალკე სასამართლოს რეფორმა არაფრისმომტანია, პროკურატურის სისტემის სრულიად გამოცვლის გარეშე. . . .
3.შესაბამისად გასასწორებელია მრავალი კანონი (კონსტიტუციაში ასაკსაც თუ ასწევენ, არ იქნება ურიგო), პირველ რიგში სასამართლოების შესახებ კანონმდებლობა და იუსტიციის საბჭოს შემადგენლობაც გამოსაცვლელია. . . .
ეხლა რა გვაქვს. . . .
აი ვთქვათ მე მოვინდომე მოსამართლეობა. . . .
1.უნდა ჩავაბარო მოსამართლის გამოცდები. . . .
2.მერე უნდა გავიარო 6-თვიანი ტრენინგები იუსტიციის სკოლაში თუ რაღაცა დაარქვეს, აღარ მახსოვს, კაი ხანია არ დავინტერესებულვარ. . . .
3.მერე უნდა შევიტანო განცხადება გამოცხადებულ კონკურსზე. . . . .
4.გავიარო იუსტიციის საბჭოს ბარიერი (8 წევრი მოსამართლეების მიერ არჩეული, 5 პარლამენტის, 1 პრეზიდენტის და + თავმჯდომარე), რაც ძნელი გადასალახია და გარკვეული მხარდაჭერა (ცნობადობა) გჭირდება შესაბამის წრეებში ან პოლიტიკოსებში, ანუ რაღაც დონეზე უნდა ჩავაწყო - პირდაპირ ვთქვათ . . . .
5.და მერე დამნიშნავენ, სადაც თვითონ უნდათ. თუ უარი ვთქვი სწავლის ფულს უკან ვაბრუნებ თუ რაღაც ეგეთია . . . .
6.მექნება თვეში 3 000 ლარი ხელფასი, წელიწადში რამდენიმე ასეული საქმე განსახილველი (თავის მოსაფხანი დრო არ მექნება), თითქმის ჯარის რეჟიმი და ვადებზე ნერვიულობა. . . .
და. . . .
მერქმევა მოსამართლე. . . .
აი, როგორ გინდა, რომ არქეოლოგიური კითხვა არ გამიჩნდეს?
შიგ ხომ არა აქვთ. . . . . ?
ამდენი დრო, შრომა, წვალება დავხარჯო და 3 000 ლარის ხელფასზე + მოსამართლის აბუებულ სახელზე და კატორღულ შრომაზე დავთანმხდე?
ის პოლიტიკოსები წავიდნენ და დასხდნენ მოსამართლეებად, ბევრს რომ მოსთქვამენ უსამართლო სასამართლოზე ფარისევლურად და იმუშაონ მაგ პირობებში და მაგ ხელფასით, როგორია?
და ყველაფერს რომ აკეთებენ, რომ მოსამართლეთა კორპუსი პოლიტინტრიგებში და მორჩილებაში ჰყავდეთ. . . .
კერძოდ:
ქოციურისტები. . . . .
ნაციურისტები. . . .
ნათელაშვილი. . . .
ბესელია. . . .
დოლიძე. . . .
იაგო (იურისტი და ადვოკატი ყოფილა) . . . .
რავი, კიდევ ვის აქვს შესაბამისი განათლება და სტაჟი, ძალიან ბევრია იურისტი. . . .
ხომ არიან მოწადინებულები, რომ ნორმალური სასამართლო გვქონდეს?!
ხომ აქვთ შესაბამისი განათლება და სტაჟი. . . .
გაიარონ ეგ საფეხურები და გახდნენ მოსამართლეები. . . .
მშვენივრად იციან რაც ხდება და რა უნდა გაკეთდეს, და მაგის მაგივრად გააკეთონ, სხედან ეხლა და გაბოლებენ "უცხოეთიდან ჩამოყვანილი მოსამართლეებით". . . .
პროჭი, მექრთამე და ნეპოტისტი პოლიტიკოსების ხელში, ნორმალური სასამართლო (პროკურატურაც არ გამოტოვო, მარტო სასამართლო ვერაფერს იზამს, ანალოგიური პროკურატურის გარეშე) როგორ გექნებათ?
მერე იმ მოსამართლეებმა და პროკურორებმა ხომ ეგ პოლიტიკოსები უნდა დაიჭირონ და გაასამართლონ?
სერიოზულად გჯერათ, რომ მაგათ ნორმალური სასამართლო უნდათ?
This post has been edited by karlsoni on 25 Apr 2023, 15:17
ნადირობა ბინებზე კი არა, ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.
Et facta est lux!
無名天地之始,
有名萬物之母。
https://bilingua.ge/