რა ადვილია ადამიანი გასვარო, როცა ზურგს გიმაგრებს ღრუსთავი...
1. კადრში ჩანს, რომ გეგამ ერთხელ, მიყენებულ დარტყმაზე საპასუხოდ მექანიკურად გაუქნია ხელი, რომელშიც კრიალოსანი უეჭირა და არანაირი ჯაჭვი არ სჭერია. ე.წ.ჯაჭვი შუაწელში ეჭირა, ანუ მუჭის ორივე მხრიდან დაახლოებით თანაბრად ირხეოდა "ჯაჭვის" ბოლოები.
ასე ჯაჭვს არ იქნევენ! და თანაც, ჯაჭვი მე ვიცი რკინის, ხოლო რკინა კი გაცილებით უფრო მძიმეა და მისი მოძრაობის დინამიკა სრულიად სხვაა.
მაგრამ, ღრუსთავმა და მისმა სექტამ კრიალოსანში დაინახა ჯაჭვი და შეეცი თუ გინდა! ჯაჭვი, ჯაჭვი დაარტყაააა!
2. კრიალოსნიანი ხელი მოქნევის შემდგომ გეგამ ეგრევე მიიღო საპასუხო ალიყური, ხოლო მისი უკვე უჯაჭვო მოქნეული კაი ერთ მტკაველზე აცდა მიზანს. ამის მერე უკვე ბრბო ჩადგა მათ შორის და ვინ ვის ურახუნა, მათ სინდისზე იყოს, მაგრამ გეგას მიერ ჯაჭვიც ცემით დასჯილი და განადგურებული ჩემპიონი მე იქ ვერა ვნახე და თქვენი საქმისა კიდევ თქვენ იცით...
3. გეგას წყობიდან გამოყვანა ძალიან ძნელია არა მხოლოდ ახლა, თვით სიჭაბუკის დროსაც ასე იყო - ეს რომ ასე არ ყოფილიყო, პრეკურსორი მანამდე კარგა ხნით ადრე აღარ გეყოლებოდათ, ვიდრე ეს ფორუმი საერთოდ შეიქმნებოდა...
ანუ, თუ გეგამ ხელი მოუქნია, სხვა მის ადგილას მოკლავდა.
ჰოდა, ეს ჩვენი ექსჩემპიონი რა დონის პრავაკატორია, ჩემთვის ცხადია და ვისაც სიმართლის დანახვა არ უნდა, ცოტა ფრთხილად პავაროტებში, თორემ ასეთ შემთხვევაში განგება მკაცრობს ხოლმე და ზოგჯერ საერთოდ ყველაფრის დანახვის უნარს ართმევს ხოლმე დაუნახავ ადამიანს.