საიდან გამოიტანე ეგეთი აზრი,
მე მოგილოცეთ,
კიდევკარგი გამოუშვეს თორე მოჭიდავეები ვარჯიშს არ გააგრძელებდნენ.
გეგეშიძეს 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა - ის ისევ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია
დღეს, 18:28
http://rustavi2.ge/ka/news/124163საქალაქო სასამართლომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება გეგა გეგეშიძესთან დაკავშირებით სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო.
პროკურატურა მის გათავისუფლებას 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა. კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელიც შუამდგომლობაში წერია, გეგა გეგეშიძის მიერ თანამდებობის დატოვებას ეხება, თუმცა სასამართლომ ბრალდების მხარის ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ის ისევ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია.
გეგეშიძე გირაოს თანხის დაფარვის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს.
სასამართლო პროცესზე გეგა გეგეშიძემ ჭიდაობის ფედერაციის წარმატებაზე ისაუბრა.
„მე არავის არ ვაშინებ, მე სამსახურებრივ მდგომარეობას არ ვიყენებ, ან ვინმეს დავაშინებ, ეს არის სისულელე, არც გაქცევას ვაპირებ არც ვინმეს დაშინებას.. ასეთი წარმატებული ფედერაცია არასოდეს ყოფილა," - აღნიშნა გეგეშიძემ.
This post has been edited by SUPERTV on 24 Jan 2019, 18:48