"ერთიანი გამოქანებული მოძრაობა" აშშ-დან
იან 28, 2019
Facebook Twitter Google "ერთიანი გამოქანებული მოძრაობა" აშშ-დან
2012 წლის ზაფხულია. მიხო სააკაშვილის ხელისუფლება ბოლო დღეებს ითვლის. თუმცა თავად მიხო პრეზიდენტად რჩება, "ნაცმოძრაობის" გადაშენების შემდეგ მას ერთი წელიწადი კიდევ აქვს. ნიუიორკში, გაეროს შტაბბინაში, თუ არ ვცდები, გლობალური დათბობის საკითხზე სხდომაა, რომელსაც არა მხოლოდ წამყვანი სახელმწიფოების ლიდერები, არაწამყვანი ქვეყნების მესვეურებიც ესწრებიან. რასაკვირველია, ამ ღონისზიებას არც ბატონი სააკაშვილი "მაზავს" და ნიუიორკში ჩადის. გაეროს შტაბბინასთან ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ტრანსპარანტებით ხვდებიან, სადაც გარკვევით უწერიათ: "მიშა, შენი დედა მოვტ...ან"! ეს ტრანსპარანტი ხელში ამაყად უჭირავს საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის მომავალ თავმჯდომარეს, გიორგი სიგუას, რომელიც იმხანად აშშ-ის რომელიღაც შტატში ცხოვრობდა და სააკაშვილს ზეპირსიტყვიერადაც ლანძღავდა. აღნიშნული ფაქტი საკმარისი აღმოჩნდა, რომ სიგუას პერსონით ჟურნალისტები დავინტერესებულიყავით. მეც მქონდა მასთან ხშირი მიმოწერა. ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტები კი მაფრთხილებდნენ, ეგ პირწავარდნილი აფერისტია, ნუ ენდობიო, მაგრამ ბოლომდე მაინც არ დავიჯერე და რაკი მიხოს ასე მოექცა, ლამის გმირად შევრაცხე. სიგუა "ფეისბუქის" საშუალებით მწერდა, თუ როგორ ებრძოდა მას "ქართულ ოცნებაში" თინა ხიდაშელი, როგორ იბრალებდა მის გაკეთებულ საქმეებს და მთხოვდა, როგორმე ბიძინა ივანიშვილამდე მიმეტანა რეალური ამბავი. აი, აქ კი მართლა დავფიქრდი, არც არაფერი მიმიტანია მომავალ პრემიერ-მინისტრამდე და არც არაფერი გამომიტანია. თუმცა პრესაში კაი გვარიანად ვაპიარებდი.
***
გადის დრო, გადის რამდენიმე თვე, ტარდება არჩევნები, სააკაშვილი მარცხდება, გიორგი სიგუა ბრუნდება საქართველოში, მიდის "ქართული ოცნების" ოფისში და ითხოვს სამსახურს, ანუ "ღვაწლის" დაფასებას. ვიღაც ჭკვიანი ხვდება, რომ მართლა აფერისტთან აქვს საქმე და პირდაპირ ეკითხება, ამერიკაში როდის ბრუნდებიო? ეს ბრაზდება, ქოშებს უკუღმა ისვრის, რას ჰქვია, ვბრუნდები, უკან მისტუმრებთო?! მირეკავს მე, საქმე მაქვს, სასწრაფოდ უნდა გნახოო. ვხვდებით რედაქციაში. ნესტოებიდან ცეცხლს აფრქვევს, უკნიდან ბოლი გასდის - წარმოგიდგენია, ეს რა მითხრეს და რა მაკადრესო? არა, ვისაა, რომ ჰკადრებენ და რასაა, რომ ჰკადრებენ, ამათ ხო არაფერი ეშლებათო?! დავამშვიდე, ცოტა "ზაჟიგანია" გავუსწორე, ინტერვიუ ჩავწერე და გავუშვი. ამ შეხვედრას ესწრებოდა აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ანტონ ჯღამაძე, სრულიად ჯანმრთელი და საღად მოაზროვნე ადამიანი.
***
გადის დაახლოებით ერთი თვე. გიორგი სიგუა "იჩითება" პარლამენტარ ერეკლე ტრიპოლსკის თანაშემწედ. ვფიქრობ, ეს გახდა მისთვის ტრამპლინი, რათა ცოტა ხანში გამხდარიყო ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე. როგორც კი სიგუა მოჯდა თანამდებობაზე, ეგრევე დაიწყო ანაკლიაში "კაზანტიპის" მოწყობა, რომელიც უმალვე გადაიქცა ქართული ტიპის სოდომ-გომორად და ნარკო-ჯოჯოხეთად, სადაც დაიღუპა არაერთი ახალგაზრდა. რაც მთავარია, ამ თემასთან დაკავშირებით სიგუამ საეჭვოდ უმატა "რუსთავი 2"-ის ეთერში სირბილს. ხან ვანოსთან იჯდა და უკბილოდ ხუმრობდა, ხან კიდევ ჯულიეტოვიჩს აბარებდა აღსარებას. მივწერე, რაღაც საეჭვოდ დაიარები "ნაციონალებში"-მეთქი. რავა, შენ უნდა გკითხო, სად ვიარო და ვისთან ვიმეგობროო? არა, არ უნდა მკითხო, 2012-ში რომ მეკითხებოდი, იმასაც ვნანობ, უბრალოდ გეუბნები, რაღაც არალამაზად დაიკვანწები "ნაციონალებში"-მეთქი. ამის შემდეგ "ფეისბუქში" დამბლოკა. ან კი რატომ არ უნდა დავებლოკე, ეს ხომ ქართული ადათი და წესია?!
***
გადის კიდევ რამდენიმე თვე, გიორგი სიგუას ტურიზმის დეპარტამენტიდან უშვებენ. ბუნებრივია, მკიდია. ის მთელი ძალებით იწყებს "კაზანტიპის" ხელახლა "აღორძინებას", გიორგი კვირიკაშვილის მთავრობა აფინანსებს მილიონნახევარი ლარით. მიდის ფულის კეთება, ჩნდება ეჭვი, რომ მთავრობის მიერ გამოყოფილი ფული იფლანგება. სიგუა ისევ დადის "რუსთავი 2"-ის ოფისში, იქიდან მოსთქვამს, რომ ამ ღონისძიების ორგანიზატორებმა იზარალეს, შემოსავალი არის ძალიან მცირე. ამავე დროს ისევ იღუპებიან ახალგაზრდები, ირანელები და ათასი ჯურის ავაზაკები თავისუფლად ჰყიდიან ნარკოტიკებს. იწყება გამოძიება, ეკონომიკის სამინისტროს ფინანსური განყოფილება ასევე იძიებს, თუ სად წავიდა მილიონნახევარი ლარი. თუმცა არაფერი, ერთ მშვენიერ დღეს სიგუა ქრება და ასევე ერთ მშვენიერ დღეს თავის "ფეისბუქგვერდზე" აქვეყნებს მიხო სააკაშვილთან გადაღებულ სურათს, ხოლო ამა წლის 15 იანვარს წერს ასეთ რამეს (სტილი დაცულია):
რავი, აბა? კალაძემ კი დაიწყო მთაწმინდიდან გამოსაქანებელი ტრასის გაფართოება, მაგრამ დავიჯერო, ისე გააფართოებს, რომ ამათ ეყოთ? შეიძლება ეყოთ კიდევაც, უცხოეთის ქვეყნებიდან გამოსაქანებელი მიხუინებისას რას გაიგებ? მიხო და მისი ახალი "პადელნიკი" სიგუა 20 იანვარს ნიუიორკში, ბრუკლინში, სასტუმრო "ნაციონალში" შეხვდნენ თავიანთნაირებს, ასიოდე ადამიანი მოაგროვეს. 10 თებერვალს ლიეჟში იკრიბებიან. შემდეგ კი დაიგეგმება გამოქანების თარიღი.
ვაი, ამათ პატრონს!!!
გელა ზედელაშვილი
ისე, პოლიტიკური ნაგვიდან რამე სასარგებლოს შექმნა რომ შეიძლებოდეს,ჩვენზე მდიდარი სახელმწიფო არ იქნებოდა მსოფლიოში . LUCKYMAN-ფიქრების მბრძანებელი (c)
ძალაუფლება მისი ბოროტად გამოყენების გარეშე, მთელ თავის მიმზიდველობას კარგავს. Paul Valéry;