მეგონა ახლიდან რო წაიკითხავდი რამეს გაიგებდი მაგრამ შევმცდარვარ.
მე რაზე დავწერე ეგ და შენ რაზე წერდი მაგ 30 სანტიმეტრებს?
თუ არ იცი ღია ტიპის გამაცხელები რას ნიშნავს და დახურული ტიპის რას ნიშნავს რატო წერ საერთოდ რამეს? მითუმეტეს აქეთ კიდე შეურაცხყოფას მაყენებ და პროფესორობ, როდესაც აზრი ვერ გამოგაქვს დაწერილიდან.
ღია ტიპის გამაცხელებელს არანაირი საჰაერო მილები, ტრუბები და კედლის გახვრეტები არ სჭირდება. ზუსტადაც ორ კრუჩოკზე ხდება კედელზე ჩამოკიდება, უერთდება გაზის მილი და წყლის მილები და ეგ არის სულ მთელი მონტაჟი.
ამიტომ როდსაც ყანსტრანსგაზი ამბობს რომ არაცერფიცირებული ხელოსნების მიერ არის დაყენებული ეგ ღია ტიპის გამაცხელებლები და მაგიტომ იგუდება ხალხიო არის აბსურდი და დემაგოგია, ვინაიდან ის სერფიცირებული თანამშრომელიც შელოცვას კი არ დაიწყებს, ადგება და ზუსტად იგივეს გააკეთებს და მეტს არაფერს.
ღია ტიპის გამაცხელებელი არ არის კანონით აკრძალული და არც დანაშაულად ითვლება მაგით სარგებლობა, ღია ტიპის გამაცხელებელი ეს იგივეა გაზქურაზე ვედროთი წყალი რო დაადგა და გააცხელო, ეს იგივეა სახლში გაზქურებს რო ხმარობს ხალხი და საჭმელს აკეთებს.
მაგრამ ხალხი ისე დააბნიეს და ისეთ აბსურდებს საუბრობენ, რომ მოსახლეობის 99%-ს ჰგონია რომ გაზი წვის დროს გამოყოფს ცეოს, რაც არის საშიშიო. ხალხი მასე იმიტო ფიქრობს რომ ღია ტიპის გამაცხელებელს ავტომატურად გაუფთხილებლობად მიიჩნევს ყაზტრანსგაზი და ამბობს რომ არ შეიძლება ეგეთი გამაცხელებლებით სარგებლობაო. აუცილებლად უნდა გეყენოთ დახურული ტიპის გამაცხელებელი, რომლის ნამწვიც გადის გარეთ მილებით, რაზეც უკვე შენ საუბრობდი და ხალხსაც ჰგონია რომ რადგან ვინმეს ღია ტიპის გამაცხელებელი უყენია სახლში, ესეიგი ან დებილია, ან გაუნათლებელია, ან არ იცის და ა.შ. რაც არის არასწორი.
ხალხმა არ იცის რომ გაზის წვის მომენტში ცეო არ გამოიყოფა, ან თუ გამოიყოფა გამოიყოფა ძალიან მიზერული რაოდენობა რაც არანაირი საფრთხეს არ არმოადგენს, გაზი წვის მომენტში გამოყოფს ცეო2-ს, ხოლო ცეოს გამოყოფა ხდება არასწორი წვის შემთხვევაში. ხალხს კიდე ჰგონია რომ გაზი ყოველთვის ცეოს გამოყოფს წვის დროს და ამიტომ არანაირად არ შეიძლება ღია ტიპის გამაცხელელის სახლში დაყენება.
როდესაც ხდება უბედურება, ცეოთი მოწამვლა, ყაზტრანსგაზი ყოველთვის აკეთებს ერთი და იგივე დასკვნას.
1. თუ აყენია დახურული ტიპის გამაცხელებელი ან გამთბობი, ის აუცილებლად ამბობს რომ არაკვალიფიცირებული ხელოსნის დაყენებულია და იმიტომ მოხდა ცეოს სახლში მოხვედრა, წინააღმდეგ შემთხვევაში ცეო გარეთ უნდა გასულიყო და არანაირად არ მოხდებოდა ხალხი მოწამვლა გაგუდვაო. რაშიც ირიბად მართალია, ვინაიდან სახლში არანაირი ნამწვი არ უნდა მოხდეს, როდესაც აყენია დახურული ტიპის გამათბობელი ან გამაცხელებელი. მაგრამ მთავარ საკითხს ყოველთვის იკიდებენ, თუ რატო მოხდა არასწორი წვა? აქედან გამომდინარე ხალხიც მიეჩვია და სამართლიანად ჰგონიათ რომ გაზი წვის დროს გამოყოფს ცეოს და ეს ნორმალურიაო. რაც არასწორია.
2. თუ აყენია ღია ტიპის გამაცხელებელი ან გამთბობი, მაგ შემთხვევაში ამბობენ ხოლმე რომ ვის გაუგია ღია ტიპის გამაცხელებლის სახლში დაყენებაო, ცოტა უფრო შებერტყილები იმასაც ამატებენ ხოლმე რომ არაკვალიფიცირებული ხელოსნის მიერ არის დაყენებულიო და მაგიტომ მოხდა ეს უბედურებაო, რაც არის აბსურდი. მაგრამ ამას იმიტომ ამბობენ, რომ ხალხში უფრო დამაჯერებელი ალიბი შეიქმნან და ისრები სხვაგან გადაიტანონ.
ღია ტიპის გამაცხელებელს ისევე ჭირდება კვალიფიციური ხელოსანი და ისეთივე სირთულის და სფეციპის სამუშაოა ჩასატარებელი, როგორც მაგალითად გაზქურა რო იყიდო ახალი, რომელსაც მხოლოდ გაზის შლანგის მიერთება უნდა ხამუთით.
ანუ ყაზტრანსგაზი ირიბად ხალხს ეუბნება, რომ გაზი წვის დროს გამოყოფს ცეოს და არის საშიშიო, ამიტომ ღია ტიპის გამახცხელებლები და გამათბობლები არავითარ შემთხვევაში არ დააყენოთო, რაც არის არასწორი ჩემის აზრით, ვინაიდან გაზი ცეოს არ გამოყოფს, ცეოს გამოყოფს მხოლოდ არასწორი წვის დროს და ყაზტრანსგაზი კი მიიჩნევს რომ გაზი აპრიორი ცეოს გამოყოფს, ან ძალიან მაღალია იმის შანსი რომ ნებისმიერ მომენტში გაზის წვამ დაიწყოს ცეოს გამოყოფა.
რატო იქცევა ყაზტრანსგაზი მასე, არის 2 ვარიანტი ჩემის აზრით.
1. ან საერთოდ გაგებაში არ არიან არაფრის და მართლა სრული ტილეტანტიზმია, რაშიც ეჭვი მეპარება.
2. ან თავადვე წინასწარ იციან, რომ ხალხს აწვდიან უხარისხო, შესაზლოა სხვა და სხვა მინარევებით და ა.შ. გაზს, ან ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს ეგეთი გაზის მიწოდება, რომელიც თავიდანვე უკვე არასწორად იწვის და თავიდანვე უკვე გამოყოფს ცეოს იმ რაოდენობას რომელიც საშიშია ჯამრთელობისთვის. ამიტომ მოუწოდებენ ხალხს რომ არავიტარ შემთხვევაში არ დააყენონ ღია ტიპის გამათბობლები.
ეს თუ მასეა და ლოგიკურად მასე გამოდის, ეს არის ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა, ვინაიდან შეიძლება ხალხს ღია ტიპის წყლის გამაცხელებლები ირიბად აუკრძალო და ხალხი დაარწმუნო რომ არ შეიძლება მაგის სახლში დაყენება, მაგრამ გაზქურებს ვერ აუკრძალავენ ხალხს და ყველა ოჯახში აყენია ჩვეულებრივი ღია წვის ტიპის გაზქურა, რაც ასევე საშიში გამოდის უკვე და იზრდება იმის ალბათობა რომ ხალხი ჩვეულებრივი გაზქურის შედეგადაც მოიწამლონ.
ამ ყველაფრის ეჭვი იმიტომ გამიჩნდა, რომ არასოდეს მე არ მომისმენია, რომ ვინმეს უბედური შემთხვევის დროს დაესვას კითხვა, თუ რატო მოხდა ცეოს გამოყოფა, ცეოს წარმოშობას არავინ არ კითხულობს არასოდეს და ეს ნორმად მიაჩნიათ, მხოლოდ იმაზე იწყებენ მსჯელობას, როგორ მოხდა ეგ ცეო სახლში, ააააა ღია ტიპის გამაცხელებელი გიყენია, გაიგუდებოდი აბა რა მოგივიდოდა , ან სტანდარტული ფრაზა, არაკვალიფიციურის დაყენებულია და ა.შ.
ამიტომ მე ვამბობ, რომ აუცილბლად უნდა მოხდეს გაზის ხარისხის შემოწმება, როგორი ხარისხისაა, რა მინარევებითაა და ასე შემდეგ. მაგრამ როდესაც ყველაფერი გაპოლიტიზირებულია ამ ქვეყანაში, იმის შანსი უკვე თითქმის აღარაა რომ ამას ვინმე შეამოწმებს, ან რომც შეამოწმონ და უხარისხო აღმოჩნდეს ამას ხალხს ეტყვიან და ვინმეს პასუხს მოთხოვენ.
პ.ს.
ამიტომ არ მიყვარს საბავშო ბაღთან კამათი, ყველაფერი უნდა დაღეჭო, წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი ვერ გამოაქვთ დაწერილიდან და აქეთ კიდე გეტლიკინებიან. აი ეს ყველაფერი იმ პოსტშიც ეწერა, ოღონდ მოკლედ და მოაზროვნე ადამიანმა ყველაფერი თავიდანვე გაიგო.
არის მაგის შანსი, რომ აქედანაც ვერაფერი გაიგო და კიდევ კრუჩოკებზე მომწერო რამე?
This post has been edited by tb-seli on 2 Feb 2019, 11:44