მეტწილად ლიბერტარიანელი ვარ, მარა მაინც დავწერ... შედარებისთვის რა
1) სასამართლო - მთავარი პრიორიტეტი. სასამართლო უნდა გახდეს საკუთრების უფლებისა და ხელშეკრულებების აღსრულების სწრაფი, სანდო და ეფექტური მექანიზმი... ამ მიმართულებით გირჩის სასამართლოს პროექტია საინტერესო და მთავრობის მიერ დაანონსებული ICC-ის შემოყვანა საქართველოში.
2) ტექნოლოგიები - დელტას ბაზაზე ტექნოლოგიების განვითარება.. შეუძლიათ ბევრი სახის კვლევის წამოწყება და თავის პროდუქტების განვითარება, მაგრამ ფულს არავინ აძლევს

3) განათლება - ორი ნაწილისგან შეგება: დაფინანსება და რეგულაცია.
სასკოლო განათლების დაფინანსება უნდა იყოს სრულად სოციალური.. ყველა ბავშვს, სადაც არ უნდა სწავლობდეს, 2,000 ლარი გრანტი. უნივერსიტეტებში მხოლოდ მერიტოკრატიული. გრანტის ზრდა მინიმუმ 5,000 ლარამდე, იმ დარგებში, სადაც ლაბორატორიებია საჭირო, 8,000 ლარამდეც შეძლება

დაფინანსებულთა რაოდენობის ზრდაც.
სხვა მხრივ სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების შეჩერება... თუ ვერ იქნება მომგებიანი, გავიდეს ბაზრიდან.
სკოლაში რეგულაციების გონივრული შემცირება, რომ სკოლებს ჰქონდეთ დიფერენცირების სტრატეგიის შესაძლებლობა.
ეს ყველაფერი სამი მიზეზით: ჯანსაღი კონკურენცია დარგში, ხელმისაწვდომობა და ხარისხი.
აგრეთვე საჭიროა სკოლების რეიტინგის შექმნა, რომ მარტივად გაიგოს მშობელმა რომელ სკოლაში რა დონის განათლებაა..
4) თავდაცვა - თანამედროვე შეიარაღების შესაძენად, მეტი საკონტრაქტო სამხედროს დასაქირავებლად და რეზერვისტების გასაწვრთნელად.
5) ხელისუფლება - ბიუროკრატიისა და მთავრობის გავლენის შემცირება ეკონომიკაზე. ანუ ერთის მხრივ საჯარო სექტორში მოხელეების რაოდენობის შემცირება, რათა დაიზოგოს ბიუჯეტი და ნერვები, მეორეს მხრივ გაიზარდოს ხელფასები, რათა საჯარო სექტორს ჰქონდეს პროფესიონალის მიზიდვის შესაძლებლობა.
ფუნქციების შეკვეცა, ერთის მხრივ თანხის დასაზოგად და მეორეს მხრივ მათი საქმე არცაა ბევრი ისეთი რამ რასაც აკეთებენ, მაგალითად ჩექ ინ ჯორჯია...
გავლენის შემცირება კი საჭიროა, რადგან ეს დეგენერატები საკუთარი და ახლობლების ბიზნესების ინტერესებს ლობირებენ... ამას კიდე კულუალური გარიგებების გარდა, ახერხებენ რეგულაციებისა და გადასახადების ზრდით, რათა იმ ბაზარზე შესვლა გართულდეს და შეიმცირონ კონკურენცია..
მოკლედ, ეს არის ჩემი ხუთეული
This post has been edited by Nickboy on 4 Feb 2019, 09:47