#54156694 · 1 Feb 2019, 01:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (webtura @ 31 Jan 2019, 23:21 ) | საერთო ჯამში გაზის გაჟონვა-აფეთქებით გამოწვეული ტრაგედიები ძირითადად დაკავშირებულია იაფფასიან და კუსტარულად დადგმულ გამათბობლებ-წყლის გამაცხელებლებთან, რაც თავის მხრივ გამოწვეულია ხალხის ეკონომიკურ გაჭირვებასთან. გემახსოვრებათ, ერთი პერიოდი სულ ნიკალას ღუმელებით იღუპებოდნენ ადამიანები, მაგრამ მათ მაინც არ იშორებდა ხალხი. ასე გაგრძელდება მომავალშიც, სანამ მოსახლეობის საშუალო ხელფასი იმდენი არ იქნება, რაც ადამიანის ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილებას მათზე ეკონომიის გაწევის გარეშე შეძლებს.
|
გაჭირვებასთან ერთად უცოდინარობა და გაუფრთხილებლობა იწვევს მაგას.
10 წელზე მეტხანს გვქონდა სახლში ნიკალა, ყოველ ზამთარს ვიძახდით, ეს ბოლოა, მომავალ წელს ახალს დავაყენებთ-თქო, მაგრამ არ გვქონდა საშუალება. სამაგიეროდ, ვიცოდით, როგორ არ უნდა გავგუდულიყავით. მილით გააქვს ნამწვი, რომელიც სულ ცხელი უნდა იყოს. თუ გაცივდა, ე.ი. შიგნით გროვდება. ყოველ ნახევარ საათში მაინც ვინც ახლოს იყო ღუმელთან, ამოწმებდა მილის ტემპერატურას. ქარიან ამინდში ცივდებოდა ძირითადად და ძალიან ყურადღებით ვიყავით. ღამე არასოდეს დაგვიტოვებია და ერთი რომ გადაკეტავდა გაზის ყველა წყაროს (მთავარი, ნიკალა და გაზქურა), მეორე ყოველთვის ამოწმებდა. გაზის წყლის გამათბობელი არასოდეს გვქონია და მაგისი შემოწმება როგორ ხდება, არ ვიცი.
ნიკალას პატრონებს ხშირად კლავს "ვიღაც კი გაიგუდა ამ ჯართით, მაგრამ მე არაფერი მომივა" მენტალობა. იგივე შეიძლება ითქვას ლეღვის ნახარშით დამწვარ გარუჯვის მოყვარულებზე, აირბაგებით დახოცილი წინა სავარძელზე წამოსკუპებული ბავშვების მშობლებზე და სხვ.
This post has been edited by subterranean on 1 Feb 2019, 01:24
--------------------
Fy faen! Fy faen! Svarte faen! Faen i helvete!
|