„მთელი მართლმადიდებელი სამყარო აღმოვჩნდით ახალი გამოწვევის წინაშე და ჩვენ ქმედებებზე იქნება დამოკიდებული ის, თუ როგორ ვიცხოვრებთ ხვალ“- ილია მეორის წერილი რუსეთის პატრიარქს
16:16 2019-02-01
რუსეთის პატრიარქის ინტრონიზაციის მეათე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია(გვაზავა), ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი) და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების მოადგილე, დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი შედიოდნენ.
პატრიარქ კირილის მიმართ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისალოცი გზავნილი, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ წაიკითხა:
„თქვენო უწმინდესობავ, ძვირფასო ძმაო და თანამწირველო!
უკვე 10 წელის გავიდა, რაც თქვენ ღვთის განგებით პირველი იერარქის ჯვარს ატარებთ. ამ დროისა და მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში, თქვენ უდიდესი ინტელექტუალური და სულიერი ძალისხმევა გაიღეთ იმისთვის, რომ წვლილი შეგეტანათ არა მარტო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გაძლიერებაში, არამედ მართლმადიდებლობის განმტკიცებაშიც.
გილოცავთ თქვენ, რადგან თქვენი ძლისხმევითა და მისიონერული საქმიანობით მილიონობით ადამიანი გაძლიერდა რწმენაში, გაიხსნა მრავალი ეკლესია და მონასტერი, წარმოიშვა განათლების, კულტურისა და საქველმოქმედო საქმიანობის ცენტრები. ღვთისმსახურებაში ჩართულია ასობით და ათასობით მღვდელმთავარი, მღვდელი და მონასტრის მსახური, გისურვებთ ხანგრძლივ ნაყოფიერ მსახურებას.
ჩვენს რთულ და მოულოდნელობებით სავსე დროში, ყველა ჩვენთაგანს ჩვენი განსაკუთრებილი განსაცდელები და განსაკუთრებილი პრობლემები გვაქვს, მაგრამ ახლა თქვენც, ჩვენც და მთელი მართლმადიდებელი სამყარო აღმოვჩნდით ახალი საერთო გამოწვევის წინაშე და ჩვენ ქმედებებზე იქნება დიდწილად დამოკიდებული ის, თუ როგორ სივრცეში ვიცხოვრებთ ხვალ.
ეს გამოწვევა უდიდესია, უზარმაზარია ჩვენი პასუხისმგებლობა ღმერთისა და ერთმანეთის წინაშე.
განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ვიმედოვნებთ, რომ თქვენი შორსმჭვრეტელობით, საერთო ლოცვითა და ძალისხმევით, უპირველეს ყოვლისა კი ღმერთის წყალობით, საეკლესიო კანონებზე დაყრნობით, ჩვენ ერთად შევძლებთ მართლმადიდებლური ერთობის შენარჩუნებას და ღვთის საქმის კეთებას.
დაე უფალმა დალოცოს თქვენი მსახურება რუსული ეკლესიისა და სრულიად მართლმადიდებლობის საკეთილდღეოდ.“- აღნიშნულია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიმართვაში.
http://www.newposts.ge/?l=G&id=196330-%E1%...%83%90%E1%83%A1