ე.ი. რამდენიმე კითხვა წამოვიდა და გიპასუხებთ ახლავე.
1. ის ბიჭი აყვანილი გვყავდა და არც გამიგდია აქედან, უბრალოდ ავუხსენი სამუშაოს სპეციფიკა და ვუთხარი რომ ძალიან ბევრ რამეს ისწავლიდა , თუმცა მისთვის არასპეციფიკური სამუშაო იყო + ამას მისი განათლების ადამიანისთვის სტაჟირებაც კი უკეთეს სამსახურში ჯობდა.
2. მე ვერანაირად დავეხმარებოდი მას. ამის შანსი არ არის. განყოფილების უფროსობა ფირმის მფოლობელობას არ ნიშნავს და როცა თავად განყოფილების უფროსს უჭირავს გაქცევაზე თვალი, იქ სხვას - განათლებულს და უკეთესი პერპექტივის მქონეს, ურჩიოს მის ადგილზე ყოფნა არის უსინდისობა. მე მაგას არ ვიკადრებ.
3. აქ რომ გაჰყვირით თავისი ფირმა გაეკეთებინაო, რამდენი უმაღლესდამთავრებული იცით აქ ბიზნესი რომ ააწყო? ბენდუქიძემ სწორი თქვა: ბიზნესებს აკეთებენ სამოსნები და მერე ხუთოსნებს ქირაობენ მის სამართავად და უხდიან ფულსო.
მე რაც ვიცი ჩემს ირგვლივ ყველა ბიზნესმენი ამ ფორმულაში ჯდება და საერთოდაც საქართველოში 90% ბიზნესების მფლობელები ასეთები არიან.
4. მაგ ბიჭასაც ჰქონია აქ საკონსულტაციო ფირმა მეგობრებთან ერთად გახსნილი, მაგარამ მაგის შეკვეთებსაც ამერიკიდან მაძლევენ, აქ სერიოზულად არ აღმიქვამენო (ასაკის გამო ალბათ, ცოტა ბავშვური შეხედულება ჰქონდა, ბუნებრივია).
და ბოლოს : მთავარი პრობლემა ამ ქვეყანაში არის საშინელი არასტაბილურობა: შეიძლება ადგილი/ბიზნესი დაკარგო ვიღაცის ინტრიგების გამო (არ აქვს მნიშვნელობა სახელმწიფო სამსახურში ხარ თუ კერძოში), ხელისუფლების ცვლილების გამო, ომის გამო, უბრალოდ უფროსმა ცუდ ხასიათზე გაიღვიძოს და ა.შ. კანონი ვერ გიცავს, სახელმწიფო არ გიცავს და ერთი "უბრალო ადამიანი" ხარ რომლის პრობლემებიც მხოლოდ მისი პრობლემებია.

და კიდევ მოგიყვანთ სულ მცირე 2 მაგალითს:
ჩემი ძმაკაცი, რომელიც საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი იყო სპორტის ერთერთ სახეობაში წასულია 10 წელზე მეტია აშშ ში და საკუთარი სპორტული კლუბი აქვს გახსნილი იქ იმავე სახეობაში. აქ ჩემპიონი რომ გახდა 14.5ლ მიცეს პრემია და იქედან კიდევ აქ სახლი იყიდა, ნათესავებს ეხმარება, იქ მანქანები ჰყავს, ბიზნესი ააწყო, სახლს ყიდულობს აშშ-ში და ა.შ. აქ კიდევ თავი რომ ერჩინა, თავის დროზე ვარჯიშის მერე ურიკაზე მუშაობდა კოლმეურნეობის მოედანზე დღეში 5 ლარად.
მოდით ახლა და დაუწუნეთ ამ კაცს პატრიოტობა, გამძღარმა და გაზულუქებულმა ქართველებმა.
მეორე:
ჩემი ნათესავი შეეწირა ბანკებს შორის ომობანას თამაშს. როცა საქართველოს ბანკმა ტაოპრივატბანკი შეიძინა, ესუმუშევარი დარჩა მისი ადგილის შემცირების გამო. ახალშექმნილი ოჯახით წავიდა აქედან და წვალობს საზღვარგარეთ.
"ორი რამაა უკიდეგანო: სამყარო და ადამიანთა სიბრიყვე, თუმც პირველის შემთხვევაში დარწმუნებული არ ვარ" © ა.აინშტაინი
თუ გინდა გაიგო სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი, გაიცანი პოლიტიკოსები © მე
ბაზრის შავბნელი ხელი დაარეგულირებს ყველაფერს © მე