ვინა ჩვე ენ? ზღაპრებს?

კარგი მე არ მოგიყვებით, თავად წაიკითხეთ, უკვე დიდები ხართ
თანაც რატომ არ გინდათ ეს ზღაპრები ვერ გავიგე, ზღაორებში ხომ ყოველთვის ყველაფერი კარგად მთავრდება, ყოველთვის სიკეთე იმარჯვებს
აი წარმომიდგენია უკვე როგორი იქინებოდა ამ ზღაპრის გაგრძელება - ჩვენ გავაძლიერებთ ვიშვიშს, მერე გამოვა ვინმე მაღალჩინოსანი, პა ხოდუ ექსპერტთა შორის უექსპერტესი და გვეტყვის, რომ ამ რეგულაციის მიზანი სულაც არ არის რაიმე ფისკალური ეფექტის მიღება და საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდა, მით უფრო მცირე ფერმერებისათვის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნა. არა რა თქმა უნდა არა. ჩვენი, ევროპისაგან ნაკარნახაევი და მეგობრულად დაძალებული რეგულაციების მიზანია ნატურალური რძისა და მისი პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების გაზრდა
-ეგ ეგ როგორო? - იკითხავს მიამიტური სახით ვინმე ჟურნალისტი
-როგორ და მიკვლევადობის დონის გაზრდითო - უპასუხობე მეზღაპრე - აი ყველა ვისაც 1-2-3 ძროხა ყავს ახლა და არავინ იცის რას აწარმოებენ და სად აბარებენ, კაციშვილი გამკითხავ-მომკითხავი რომ არ არის ის რძე & ყველი რომელსაც ისინი აბარებენ ან ყიდიან, ჯანსაღია თუ დაავადებული - ხომ არის ცუდიო?
კი, ცუდიაო - ეტყვის ჟურნალისტი
(იქვე სტატისტიკურ მონაცემებს ჩაუფენენ თუ როგორ ვრცელდება ბრუცელოზი და სხვა დაავადებები ავანნნნტყოფი პირიტყვისგან მიღებული რძით & ყველით)
- ჰო და , როცა ევროპულად ვაიძულებთ 1-2-3 ძროხიანებს, რომ დარეგისტრირდნენ სურსათის ოპერატორებად, მერე ყველას შესაბამის დაკუმენტებს მოვთხოვთ, ისე როგორც ახლა ხერცს ვერ გაყიდი ბაზარში თუ სასაკლაოდან აღებული ვეტერინარული მოწმობა ფორმა #2 არ გაქვს, ისე ვეღარ ჩააბარებს და გაყიდის ვერავინ რძესა და ყველსა თუ არ ექნება შესაბამისი დაკუმენტი.
- ა ჰა ო, იტყვის ჟურნალისტი და სასწაულებრივად გაეხსნებ გონება - ეს ისგი, როცა ვინმე იმ 1-2-3 ძროხიანებისგან იყიდის ყველებს და რძეებს, მაგალითად სასადილო ან სახაჭაპურე - ეცოდინებათ საიდან და კანკრეტნად ვისგან მოვიდა ეს პროდუქტი აარა?
- მჰ დიახო - იტყვის მაღალჩინოსანი და დაამატებს - მერე როცა ვინმე მაკონტროლებელი შეუვარდება მაგენს და ეტყვის ეს ავანნნნტყოფი პროდუქტი აქ საიდანო, სახაჭაპურის დირეხტორი ჩაიხედავს შესყიდვის დაკუმენტებში და ეტყვის - საიდან და საჩხერის რაიონის სოფელ კორბეულიდანო (მაგალითად რა თქმა უნდა), ვინმე დურმიშხან დარიშხანიძისგანო.
ჰო და ეგრევე სპეცრაზმი გაეშურება კორბეულში და წაკუზავენ რა შუაშია კაცო (ნაციონალები კი არა ვართ), კანონის მთელი სიმკაცრით პასუხ მოსთხოვენ დურმიშხანას - დააჯარიმებენ 500 ლარით.
- ვაიმე რა საყვარლობა და გადასარევია ეს ყველაფერიო - აღფრთოვანდება ჟურნალისტი- ალბათ ევროპაშიც ასეაო იტყვის იგი და ექო იმეორებს -
ოპაშიც ასეა......შიც ასეა, ..... ასეა....ასეა ....ეა ...... (მარა ჩემი ......ეა.....ეა)
ბოლოს ყველანი ერთად, ფეხზე წამომდგარი ვუსმენთ ევროკავშირის ჰიმნს, შორიდან ისმის ჯანმრთელი ძროხების ზმუილი 1-2-3 ხმაში.
ჭირი იქა (სადაც იევროპა არ არის)
ლხიანი აქა (სადაც ევროპა და ნატო სულ უფრო მეტია)
ქატოც აქა (ღორებს ვაჭმევთ)
ფქვილიც აქა (მაგასაც ღორებს ვაჭმევთ)
(და ხალხს რა აჭმევთ?)
This post has been edited by masai11 on 3 Feb 2019, 01:49