#54270638 · 24 Feb 2019, 00:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყველა რაღაცას მალავს ამ ისტორიაში: დედაც, ჩვენი სამინისტროც და ალბათ ის ერაყელიც. თუ ამ ქალმა ბავშვები კანონიერად გაიყვანა ქვეყნიდან, როგორ შემოუშვეს უკან მათ გარეშე,მით უმეტეს, რომ მეურვე თვითონ არის. რა უფლებით ანდო მისი მეურვეობის ქვეშ მყოფები უცხო ხალხს. თუ ბავშვები ერაყელის გვარზე გადაიყვანა, სავარაუდოდ აქ, საქართველოში, ეს ხომ ნიშნავს, რომ ისინი ერაყელმა შვილად აიყვანა, რატომ დარჩა მაშინ დედა მეურვედ. იურისტებმა გააკეთონ კომენტარი. ამ კითხვების გარდა ბევრი სხვა კითხვაც არსებობს ამ ბნელი ისტორიის გარშემო. * * * უმჯობესია დროზე ჩაებას საზოგადოება ამ საქმეში, სანამ ძალიან გვიან არ იქნება.
|