''2-3 ძროხის მეპატრონეს საფასურის გადახდა არ მოუწევს'' - სურსათის ეროვნული სააგენტო
16:42 02-03-2019753
ShareFacebookTwitterGoogle+
image:
https://primetime.ge/uploads/news/02-2019/7...d2776_thumb.jpgგავრცელებული ინფორმაცია, რომ 2-3 ძროხის ყოლის შემთხვევაში მეპატრონეს საფასურის გადახდა და ფინანსური ვალდებულებები დაეკისრებათ სინამდვილეს არ შეესაბამება - ამის შესახებ, სურსათის ეროვნული სააგენტო იტყობინება.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2020 წლიდან ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია სავალდებულოა მხოლოდ იმ ფიზიკური პირებისთვის, ვინც აწარმოებს და ბაზარზე განათავსებს სურსათს.
„2020 წლიდან ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია სავალდებულოა იმ ფიზიკური პირებისთვის, ვინც აწარმოებს და ბაზარზე განათავსებს სურსათს. ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია უფასოა. რეგულაცია ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად განხორციელდება. რეგულაციის მთავარია მიზანია მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვა სამომხმარებლო ბაზრის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის გზით. ცვლილება ხელს შეუწყობს სურსათის მიკვლევადობას და სურსათის წარმოებისას თანამედროვე სტანდარტების და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დანერგვასა და დაცვას. ფერმერებს სურსათის უვნებლობის სპეციალისტები მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას და გაუწევენ რეკომენდაციებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
Read more at
https://www.primetime.ge/news/1549197731-2-...DBwGd2141iLv.99