ერთი, ორი, ერთი, ორი, გზაზე მიდის ორი ღორი.
ცოტა ხნის წინ იქორწინეს, არ გასულა კვირა ორი.
ერთი, ორი, ერთი, ორი, გაიარეს ქუჩა ორი.
ჭიშკარს აღებს დედა ღორი, სად წავიდა მამა ღორი?
ერთი, ორი, ერთი, ორი, ეზოში დგას დედა ღორი.
აქეთ-იქით იყურება: არსად არ ჩანს მამა ღორი.
სუფრას აწყობს დედა ღორი, მოიტანა სკამი ორი,
ჭიქა - ორი, კოვზი - ორი, ფაიფურის თეფშიც - ორი.
ნერვიულობს დედა ღორი, რატომ არ ჩანს მამა ღორი?
5-3-7-2, მობილურით რეკავს ღორი.
ზარი გადის, არ პასუხობს, დაეკარგა მამა ღორი.
ერთი, ორი, ერთი, ორი, ყველგან ეძებს დედა ღორი,
აქეთ ეცა, იქით ეცა, მოირბინა ქუჩა ორი.
ღელავს, ოხრავს, ნერვიულობს, სადღაც გაქრა მამა ღორი.
ერთი, ორი, ერთი, ორი, შინ ბრუნდება დედა ღორი.
იქნებ კარგად ვერ მოძებნა და სახლშია მამა ღორი?
>ერთი, ორი, ერთი, ორი, კახეთშია მამა ღორი,
>ერთი, ორი, ერთი, ორი, კახელებმა დაკლეს ღორი,
>შამფურებზე ააცვეს და სულ შეჭამეს მამა ღორი.
არიგინალ მთავრდება ასე:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
არსადაც არ დაკარგულა, ყვავილებს კრეფს მამა ღორი!
ძლიერ უნდა, ამ საღამოს გაახაროს დედა ღორი.
ერთი, ორი, ერთი, ორი, შინ ბრუნდება მამა ღორი.
ცოლს მიართვა თაიგული, გაახარა დედა ღორი.
სიყვარულით გაფერადდა სახლი, ეზო, მთა და გორი.
ერთი, ორი, ერთი, ორი, სუფრას უზის ორი ღორი,
სკამიც - ორი, ჭიქაც - ორი, კოვზიც - ორი, თეფშიც - ორი.
ყვავილები ძლიერ მოსწონს, იღიმება დედა ღორი.
ერთი, ორი, ერთი, ორი, ჭურჭელს რეცხავს ორი ღორი.
ჭიქა - ორი, კოვზი - ორი, ფაიფურის თეფშიც - ორი.
ახლა დროა დაისვენონ, დაიღალა ორი ღორი.
ერთი, ორი, ერთი, ორი, ნამდვილია, განა ჭორი,
დღესაც ცხოვრობს ლამაზ ქოხში ბედნიერად ორი ღორი.
ერთი არის დედა ღორი, მეორეა მამა ღორი.
გოჭებიც ჰყავთ ვარდისფერი, თან თორმეტი, განა ორი?
ქატოც - აქა, ფქვილიც - აქა! ერთი, ორი, ერთი, ორი.
კა ჩქიმით გავალ არ მცემოთ
პი სი
არიგინალ:
ერთი ორი ერთი ორი, გზაზე მიდის ორი ღორი This post has been edited by big_V on 6 Feb 2019, 02:07