DARKnodoასეთი მცდარი შეფასება სიტუაციის დიდი ხანია არ წამიკითხავს...
რას წარმოადგენს უნარების გამოცდა..
სიტყვა უნარები ზუსტად ასახავს ამ გამოცდის არსს..
ეს გახლავთ წაკითხულის გააზრების, ლოგიკის და საბაზისო მათემატიკის უნარების შეფასების გამოცდა...
ეს უნარები ბუნებრივი მათემატიკის ნიჭის მქონე და წიგნების კითხვის მოყვარულ ბავშვს ყოველგვარი სკოლის და გარემოს გარეშეც აქვს...
შედეგად როგორც ლექტორს, როდესაც ამ გამოცდის მიხედვით იყო გრანტი დაწესებული, ძალიან ბევრი ბუნებრივად ნიჭიერი პროვინციელი მყავდა სტუდენტად. როდესაც მთელი გამოცდები გახდა შეფასების კრიტერიუმი, ინგლისურის მცოდენე ქალაქელებმა დაიწყეს დომინირება.

თუ თითქმის 10 წელი ბავშვი წიგნს არ იღებს ხელში, მათემატიკაში ძლივს ჯახირობს(რეპეტიტორების და მიუხედავად) რაც გინდა კარგი კერძო სკოლა ჰქონდეს და მერე მრავალი რეპეტიტორი დაახვიო 2 წლის განმავლობაში, უნარებში მაღალ ქულას ვერ მიიღებს...
ზუსტად ეს გამოცდა ათანაბრებდა სოციალურ ფენებს.. რადგან მისი ჩაბარებისთვის რეპეტიტორი კი არა, არამედ ბუნებრივი ნიჭია საჭირო...