#54205638 · 11 Feb 2019, 13:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
moen28 ეგ კი, როგორ არ ვიცი. საკმაოდ დეტალურად ვიცი ყველაფერი. ამ საკითხის პრიორიტეტად დაყენება და იმის თქმა, რომ ამ ქვეყანაში ც ჰეპატიტის პრევალენტობა 7%-ია და ეს საგანგაშოა, მაინც მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ჰოსპიტალურ ინფექციებთან დაკავშირებულ უღრან ტყეში რომ სინათლის სხივმა შეაღწია და რაღაცა მაინც კეთდება. ესეც ამერიკელების დახმარებითაა. აბა ჩვენმა სპეციალისტებმა საერთოდ არ იცოდნენ ეს დარგი, საერთოდ არავინ. მაგრამ სამინისტროს რომ ესმის, რომ ეს საკითხები პრიორიტეტულია, ესეც დიდ მიღწევად მიმაჩნია...
მე იმის თქმა კი არ მინდა, რომ ჯანდაცვაში პრობლემები არ არის, ან ვინმეს ადვოკატად ვუდგები. ძალიან მძიმე სიტუაციაა და ვერც იქნება სხვანაირად ძალიან ბევრი მიზეზის გამო. სისტემა არის დეზორგანიზებული სრულიად. განათლების უდიდესი პრობლემაა, აი უდიდესი.
This post has been edited by aerztin on 11 Feb 2019, 13:16
|