არც წინა მთავრობას მოუწერია ხელი ცუდი რამისთვის და არც ახლანდელ მთავრობას. ღორებსა და სეპარატისტებს ძალიანაც ნუ ვენდობით, არ არის საჭირო მათზე დაყრდნობით ერთმანეთის ლანძღვა.
როგორ გააკონტროლებენ შვეიცარიელი მებაჟეები ტვირთბრუნვას ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის გავლით
https://www.interpressnews.ge/ka/article/53...xilva-07022019/...საქართველო რუსეთის მხრიდან მორიგი დეზინფორმაციის მსხვერპლი გახდა, - ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით - “საქართველო მზად არის აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საბაჟო კონტროლის პუნქტები გახსნას, რადგან შეთანხმება აიძულებს საქართველოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიაროს”, - ამის შესახებ რუსულმა “კომერსანტმა” რუსეთის მთავრობაში წყაროზე დაყრდნობით დაწერა. რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნულ ინფორმაციას რუსული დეზინფორმაცია უწოდა და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი სინამდვილესა და რეალობასთან შეუსაბამოა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ეს არის მორიგი დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებს რუსული მედია და მას მხარს უჭერენ ჩვენი ოპონენტები, ოპოზიციონერები და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. კატეგორიულად მიუღებელია ასეთი მსჯელობა, რადგანაც მას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან და სინამდვილესთან. მოგეხსენებთ, რომ შეთანხმება გაფორმდა 2011 წელს და წარმოადგენს, მხოლოდ ორ მხარეს შორის - რუსეთსა და საქართველოს შორის შეთანხმებას. ის ითვალისწინებს სატრანზიტო კორიდორების მონიტორინგს. არანაირი საუბარი არ არის რაიმე სახის საბაჟო ტერმინალების განთავსების თაობაზე. ყველაფერი არის ხსენებულ შეთანხმებასთან შესაბამისობაში, ისევე, როგორც ეს იყო ხელმოწერილი 2011 წელს და დანარჩენი ყველაფერი არის სიცრუე და სპეკულაციები”, - განმარტა მინისტრმა. ჟენევაში, 8-9 თებერვალს სამმხრივი, - ქართულ-რუსულ-შვეიცარიული ერთობლივი კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება, სადაც კონკრეტული დეტალები განიხილება იმის შესახებ, შვეიცარიელი მებაჟეები პირველი მარტიდან თუ როგორ გააკონტროლებენ ტვირთბრუნვას საქართველოს სამ დერეფანზე, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გავლით”, - განაგრძობს გამოცემა.
“ქართული მხარიდან შეხვედრაში შემოსავლების სამსახურის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, ქართულ და რუსულ მხარეებს შორის შეხვედრები აღნიშნულთან დაკავშირებით გაგრძელდება: “ჩვენ ველით, რომ მოხდება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც იქნება განხილული ყველა ტექნიკური საკითხი. საქართველოს დელეგაციაში იქნებიან შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები და ჩვენი ეს პოზიცია ძალიან მკაფიოდ იქნება გაჟღერებული ამ შეხვედრაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არაფერი საერთო ამ დეზინფორმაციას არ აქვს რეალობასთან. არ მომხდარა არანაირი რევიზია დადებული შეთანხმების და არც იგეგმება ყველაფერი ხორციელდება 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში და არანაირი საბაჟო ტერმინალების განთავსება არ განიხილება საერთოდ შეთანხმებული კორიდორების მიღმა ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა”, - თქვა დავით ზალკალიანმა.
This post has been edited by griankali on 11 Feb 2019, 13:28
რუსეთი უნდა დაინგრეს.