განპატიჟება ავაზაკთა ქვაბისა!
ხუმრობა იქეთ იყოს და, მგონი იმდენად ცუდი ნაბიჯი გადადგა გუბაზამ, რომ ცალკე ნაცებს ალანძღინებს თავს (თუნდაც ეს ლოკალური თემა იყოს მაგალითად), ცალკე ქოცების აუგდო "დასაცინი სატოპკე" ....
ისტორიკოსი კაცია და ისტორიკოსის ერთერთი უმნიშვნელოვანესი თვისება (თანდაყოლილი ნიჭია ჩემი აზრით) არის - "იდეალური მეხსიერება" ....
იდეალური და ზუსტი მარტო თარიღების,მოვლენების და ფაქტების დაზეპირებით კი არა, იდეალური როგორც შეფასების და ანალიზის მხრივ...
რატომ ავიწყდება თავისივე უახლესი ისტორიიდან ფაქტები))) რამდენი რამის დაწერა შეიძლება აქ, მაგრამ გავეშვათ...
აი ეს ვიდეო რომ განვიხილოთ მაგალითდ რა.
თავიდან, სანამ ოცნება მოვიდოდა, ოცნების მომხრეები როგორ ტაშს უკრავდნენ (ვუკრავდით "უსერ" ...) ასეთ მძაფრ და ნაცების ჩასაჯირყვნ განცხადებებს
ნაცები კი ეკაიფებოდნენ მაშინ, რეებს ბოდავსო
მერე ოცნება რომ მოვიდა და მალევე ჩაპარჩაკდა, დაპირებები არ შეასრულა, ნაცები ისევ დაცინოდნენ ამ ვიდეოზე გუბაზას (მარტო ფორუმზე იქნება ათასჯერ დადებული ეს ვიდეო), სადაა ის ბარკალი მიშა რომ ჭამდაო...
ახლა კიდევ მიშას რომ ხვდება გუბაზა,ოცნებისტებმა დაუპოწიალეს ეს ვიდეო, ადრე მიშას როგორ ლანძღავდა და ეხლა რეებს აკეთებსო
"მუსტაფა და ვირი", გექნებათ ეს ნოველა წაკითხული ))) იმენა ეგ გაიჩითა რაღაც კუთხით
-----------------
ახლა ბოლო დაკვირვება უნდა ვაწარმოო
ნაცები ისევ დასცინიან და ისევ ლანძღავას დაუწყებენ თუ როგორც სხვებზე გაიჩუმეს ხმა (ბერძენიშვილებზე და ა.შ.) ისე მოიქცევიან
ამ თემის მიხედვით ჯერჯერობით მისი ლანძღვა მიდის
პ.ს.
გუბაზას ხელმოწერიანი მაისური მაქვს "გუბაააააზ" ასე აწერია, 2009 წლის აქციების დროინდელია
თან როგორ მიხაროდა ხელი რომ მომიწერა

;(( Rase xteba ese