ნორვეგიაში, ელექტრო ტექნიკის ქურდობის ფაქტზე აუდიტის სამსახურის ერთ-ერთი სსიპ-ის თანამშრომელი დააკავეს, რომელიც დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმაა.
როგორც "კურიერს" წყარო უყვება, გრიგოლ აბრალავსათან ერთად დაკავებულია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც, სავარაუდოდ, ასევე საჯარო მოხელეა და მასაც ტექნიკის ქურდობა ედება ბრალად.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვანო ზარდიაშვილი ამბობს, რომ საკუთარ ცოლის ძმაზე ინფორმაცია არ გააჩნია, ზარდიაშვილი ამბობს, რომ არც ის იცის სად იმყოფება გრიგოლ აბრალავა.
„ვერ გეტყვით, არ ვიცი, მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს. ბოდიში, თუ შეიძლება, კანონპროექტი გამაქვს გადავიკითხავ.
როგორ გითხრათ ახლა სად არის ჩემი ცოლის ძმა. სად არის თქვენი ცოლის ძმა? თქვენი ქმრის ძმა? ძმის ცოლი სად გყავთ?-რავიცი. არ მინახავს არ მაქვს ხშირი ურთიერთობა. რატომ მესაუბრებით არასერიოზულ კითხვებზე. ბოლოს ვიცი რომ უნდა ყოფილიყო პოლონეთში, სწავლობს დოქტორანტურაში.ორი კვირაა არ მინახავს. არ მაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია, დავურეკავ დავაზუსტებ,“-ამბობს ზარდიაშვილი.
კითხვაზე არის თუ არა მისი ცოლის ძმა აუდიტის სამსახურის თანამშრომელი ზარდიაშვილი ამბობს,რომ „არ ახსოვს“.
http://rustavi2.ge/ka/news/125707თმებით გასაჩეჩია ეგ რ2 ჟურნალისტი
ძალიან თავხედია
9 ჯერ გეუბნება ადამიანი არ ვიციო და ეს ჟურნალისი კიდე დებილივით ერთიდაიგევეს ეუბნება
ამ ბიჭის ადგილზე მაგ მიკროფონს თავზე გადავლეწავდი.
როგორ არიან ჩასაფრებულები
This post has been edited by PNG on 12 Feb 2019, 17:11