მოკლედ ნიკორაში შევიარე ამასწინათ, კარგა ხანი აღარ ვყოფილვარ მანდ და რასაც ქვია შოკში ვიყავი!
აი ნამდვილი ევროპული ფასები აქვთ პროდუქციაზე, განსაკუთრებით კი რძის ნაწარმზე!
ნახეთ თუ არ გჯერათ:
ნიკორაში "პრეზიდენტის" 200 გრამიანი კარაქის შეფუთვა 5.6 ლარი ღირს, 200 გრამიანი "ემბორგი"კი 6.99 ლარი!
იმპორტულები იმიტომ მომყავს რადგან რეალურად იცი რომ ეგენი 100% ნამდვილი რძისგან კეთდება და "სანტინოსავით" და სხვებივით არ მაიმუნობენ რაღაცას. რომც აიღო აქაური "ნამდვილი" კარაქები, ფასები მაინც იგივეა, "ნატურალური" ნაღების კარაქი "სანტინო" მაგალითად 200 გრამი 7 ლარამდე ღირს.
შედარებისათვის 250 გრამი სუფთა ნატურალური ბიოკარაქი ჰოლანდიაში(ჯუმბოს სუპერმარკეტი) შეგიძლიათ 2.41 ევროდ ანუ 7.15 ლარად შეიძინოთ. ანუ არა მარტო სერტიფიცირებული ბიოლოგიურია, არამედ შეფუთვაში 50 გრამით მეტიცაა!
https://www.jumbo.com/jumbo-biologische-roo...250g/206941STK/ან თუნდაც ხაჭო ავიღოთ. ნიკორა რომ ყიდის "დღის ხაჭოს" თუ რაღაცას, რომელიც არა რძისგან, არამედ აღდგენილი რძის ფხვნილისგან კეთდება, 300 გრამი 4.50 ლარი ღირს! ანუ კილო სადღაც 15 ლარი!
კიდევ ერთხელ შედარებისათვის 100% ნატურალური, ორგანული, ნამდვილი რძისგან გაკეთებული კვარკი (ხაჭოს ევროპული ანალოგი) შეგიძლიათ 500 გრამი 1.84 ევროდ ანუ 5.47 ლარად შეიძინოთ, კილო კი 3.68 ევროდ ანუ 11 ლარად!
https://www.jumbo.com/franse-biologische-vo...500g/217293CUP/იმავე ნიკორაში კიდევ იყიდება ხაჭო "სანტინო" და იმპორტული "პრეზიდენტი" რომლებსაც საერთოდ ცეცხლის ფასი აქვთ, უკვე კომიკურია მართლა. 450 გრამი პრეზიდენტის ხაჭო, თუ მე არ ვცდები, 8 ლარად უდევთ საერთოდ.
ერთადერთი ყველია ჩვენთან უფრო იაფი, ყოველ შემთხვევაში ჰოლანდიის ბიოანალოგებთან შედარებით მაინც (ბიოყველი ჰოლანდიაში უბრალოდ ფანტასტიკურად ძვირია). მაგრამ ჩვეულებრივებს შორის უკვე დიდი განსხვავება აღარაა:
მაგალითად, ნიკორაში 12 ლარი ღირს 410 გრამი "დღის" სულგუნი! ანუ კილო თითქმის 30 ლარი.
კილო კარგი ყველი ჰოლანდიურ სუპერმარკეტში სადღაც 12-15 ევრო კი დაგიჯდებათ ანუ 40-45 ლარის ფარგლებში. 10 ლარის განსხვავება დიდია, თუ ფასებმა ასე გააგრძელეს მატება, ერთ ხუთ წელიწადში კი გათანაბრდებიან.
ნიკორას მაღაზიაში რაც ფასები მივუთითე ნაწილი შეგიძლიათ მათ ვებგვერდზე, ფასდაკლებებში ნახოთ:
http://nikorasupermarket.ge/georgian/sale/3თან გაითვალისწინეთ მე აქ მარტო ფასებს ვადარებ და საერთოდ არაფერს ვამბობ პროდუქციის ხარისხზე ან საშუალო ქართველისა და საშუალო ჰოლანდიელის შემოსავლების შედარებაზე.
საქართველოში საშუალო შემოსავალი თუ სადღაც 200-250 ევროა, ჰა-ჰა 300, ჰოლანდიაში 2500+ ევრო მაინცაა ანუ ცხრა-ათჯერ მეტი.
თან ჰოლანდიური პროდუქციიდან სპეციალურად ამოვარჩიე ბიოლოგიურები, რადგან ეგ პროდუქცია უფრო ძვირია ჩვეულებრივზე (თუმცა ორივე ხარისხიანია) და ბევრ ევროპელსაც კი ეძვირება. არადა როგორც ნახეთ ჩვენთან ხარისხით გაცილებით უფრო დაბალი პროდუქცია (რძის ფხვნილისგან გაკეთებული ნაწარმი) იგივე ან უფრო მეტიც კი ღირს და ეს იმ დროს როდესაც საშუალო ქართველი შემოსავალი ერთი ათჯერ მაინც ნაკლებია საშუალო ჰოლანდიელის შემოსავალზე.
სხვანაირად რომ ვთქვათ - სახეზეა სრული კატასტროფა! სხვანაირად უბრალოდ ვერ იტყვის კაცი.
არ ვიცი აქვს თუ არა ამ ყველაფერს რაიმე ლოგიკური ახსნა, ბაზარი იდეაში მაინც ღიაა(თუ ოლიგოპოლიებზე თვალს დავხუჭავთ), არავის ჩვენთვის ემბარგო ან მსგავსი არ გამოუცხადებია და ყველა ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან ვვაჭრობთ, მათ შორის მტერ და ოკუპანტ რუსეთთან. რძის პროდუქტი რა თქმა უნდა იაფი ვერ იქნება, მაგრამ იმპორტულ რძის ფხვნილზე გაკეთებული ნაწარმი თუ ასე ძვირია, ნატურალური ორგანული რაღა დაჯდება მაშინ?
კილო 50 ლარი?!
რეალურად ისევ მგონია რომ ადგილი აქვს ფასების ხელოვნურ აწევას და ოლიგოპოლიურ, კარტელურ გარიგებებს. ყოველ შემთხვევაში ეს საკითხი დეტალურ კვლევას საჭიროებს და რომელიმე არასამთავრობომ უნდა აიღოს ეს საკუთარ თავზე.
მანამდე შევაჯამოთ: ქართველი ხალხი თავისი აფრიკული ხელფასებით ყიდულობს უხარისხო პროდუქტს სუფთა ევროპულ ფასებად.
ერთწინადადებიანი ტრაგიკომედია გამოვიდა.
და ბოლოს მართლა მაინტერესებს - ამაზე რატომ არავინ არავინ გამოდის, რატომ არავინ არ აპროტესტებს?!
ირანში კვერცხი გააძვირეს და ლამის რევოლუცია მოუწყეს ისლამურ ავტოკრატიას;
საფრანგეში ცოტათი გაძვირდა ბენზინი და ფრანგებმა დაამხეს თავზე ყველაფერი მაკრონს.
აქ?
აქ ყველა ჩუმადაა, არადა ბოლო ორ-სამ წელიწადში პროდუქტებზე ფასები ლამის გაორმაგდა და ჩამი-ჩუმიც კი არ ისმის.
This post has been edited by Hiksos on 14 Feb 2019, 00:53
ეგ 1.65 სხვა რამეა ეგ არის ლარის დოლარზე გაცვლის კურსი. ლარის კურსი სხვა რამეა.
DRAKONI
სწორედ რომ კიტოვანი და იოსელიანია დასავლეთი
dega
არ გავკარი სანდრამ ეს თქვა თუ არა და ვთქვათ ჭორიც მოუგონეს. მერე რა ამით?
lasha1997