#54273089 · 24 Feb 2019, 18:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
wolf-larsen wolf-larsen
QUOTE | კაი და როგორ უნდა დაისაჯოს დათუნაშვილი?
მოჭიდავეობიდან გადავაყენოთ?
მაგისთვის, დაწერეს ზევით და გავიმეორებ: არსებობს სადისციპლინო კომიტეტი თუ რაც არის.
ხოლო გეგეშიძის საქციელს სადისციპლინო ვერ განიხილავს, იმიტომ რომ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა ტიპმა,
ერთნაირად რომ ვერ და არ უნდა დაისაჯონ გეგეშიძე და დათუნაშვილი, ეს ასეთი ძნელი გასაგებია?
სხვადასხვა სახის და სიმძიმის დანაშაული აქვს ჩადენილი ორივეს.
დათუნაშვილის საქციელს ჰქვია არასპორტული საქციელი, ხოლო გეგეშიძისას ხულიგნობა.
ამაზე გასაგებად ვეღარ ავხსნი |
თქვენ მე მტროლავთ თუ მართლა ვერ იგებთ რა დავწერე? თავად დააციტირეთ ხომ ჩემი ნაწერი: "სისხლის სამართალია, სამოქალაქო, თუ ადმინისტრაციული, თუ ვინმემ რამე დააშავა, ყველამ უნდა აგოს პასუხი მეთქი!" არის აქ რამე გაუგებარი? ან ერთნაირად დაისაჯონ მეთქი დავწერე სადმე? პასუხი უნდა აგონ ორივემ მეთქი! გეგეშიძე თუ ხულიგნობისთვის უნდა დაისაჯოს, დათუნაშვილი იმ საქციელისთვის რაც ჩაიდინა(არასპორტული ერქმევა თუ სხვა რამ), ასევე მისი ძმისთვისაც(ძმებისთვის) მოიძებნება შესაბამისი კვალიფიკაცია. გასაგებია?! ასეა თუ ისეა, ნუღარ დამთაგავთ! არ მაქვს არც დრო და არც ხასიათი, რომ ერთი და იგივე ვუმეორო იმას, ვისაც გაგება არ უნდა.
--------------------
ჩემზე ძალიან მოქმედებს, როცა ქართულ ენას ამახინჯებენ. განსაკუთრებით წერის დროს. გოგებაშვილი ან შანიძე მეც არ ვარ, მეც მეშლება ხოლმე, მაგრამ თვალშისაცემ შეცდომებზე თუ მიგითითებთ ხანდახან, ძალიან გთხოვთ ნუ მიწყენთ.
|