მაიკლ ქოუგილის განცხადება თიბისი ბანკის საქმეთან დაკავშირებით:
TBC ბანკი, რომელსაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ხელმძღვანელობენ 15 წელზე მეტია, რაც ამერიკის სავაჭრო პალატის ერთერთი ყველაზე გამორჩეული წევრია. უფრო მეტიც, TBC ბანკი საქართველოსა და რეგიონის ეკონომიკის ერთ-ერთი დასაყრდენია TBC-ის ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 250-ის ინდექსის წევრობა მთელი საქართველოსთვის წარმატების ნათელ მაგალითს წარმოადგენს.
ისე ჩანს, თითქოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენების მოთხოვნისას, საკუთარ უფლებამოსილებას გადაააჭარბა, როდესაც მათი გადაყენება შესაბამისი პროცესის გარეშე მოითხოვა. ამერიკის სავაჭრო პალატა პატივს სცემს თიბისი ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის გადაწყვეტილებას გაასაჩივრონ ეს გადაწყვეტილება სასამართლოში.
ამერიკის სავაჭრო პალატა პატივს სცემს და აღიარებს საქართველოს ეროვნული ბანკისა და მთავრი პროკურატუროს სარეგულაციო უფლებამოსილებას.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატა (amcham) ზოგადად თავს არიდებს მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქისრებას, აღნიშნული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებლად ვთვლით მასთან დაკავშირებით გავაკეთოთ განცხადება.
TBC ბანკი, რომელსაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ხელმძღვანელობენ 15 წელზე მეტია, რაც ამერიკის სავაჭრო პალატის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წევრია. უფრო მეტიც, TBC ბანკი საქართველოსა და რეგიონის ეკონომიკის ერთ-ერთი დასაყრდენია TBC-ის ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 250-ის ინდექსის წევრობა მთელი საქართველოსთვის წარმატების ნათელ მაგალითს წარმოადგენს.
ჩვენი შეფასებით, ეროვნული ბანკმა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსა თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლების მოთხოვნით, კანონის მოთხოვნებს გვერდი აუარა და ეს შესაბამისი პროცედურების განხორციელების გარეშე მოითხოვა.
ამერიკის სავაჭრო პალატა პატივს სცემს TBC ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის გადაწყვეტილებას გაასაჩივრონ ეს გადაწყვეტილება სასამართლოში.
უდანაშაულობის პრეზუმციის გათვალისწინებით, ვაცხადებთ, რომ ყოველი ადამიანი არის უდანაშაულო, სანამ მის ბრალეულობას სასამართლო არ დაადგენს.
პალატა ასევე აღიარებს ეროვნული ბანკის მარეგულირებელ როლსა და მთავარი პროკურატურის საგამოიებო უფლებამოსილებებს გამოიძიონ ყველა შესაძლო კანონდარღვევის შემთხვევა. სავაჭრო პალატა ასევე, მიესალმება TBC ბანკის მენეჯმენტის გადაწყცეტილებას, რათა დისკუსია სრული გამჭვირვალობის გათვალისწინებით წარიმართოს და შეიქმნას სპეიციალური სამთავრობო თუ საპარლამენტო კომისია, რომელიც მას შეისწავლის.
რაც მთავარია, ჩვენ მოვუწოდებთ ყოველ მხარეს იყოს, გამჭვირვალე, სამართლიანი და პროცესი არ იყოს დროში გაწელილი. ამის გათვალისწინების გარეშე, არსებული პროცესი დიდ ზიანს მიაყენებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს.
მაიკლ ქოუგილი
საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი
http://www.bm.ge/ka/article/amcham---chven...FFsA_BvQU75onVE