merkurielaნორმალური, ქალაქში სასიარულოდ, პრობლემა რომ არ შეგიქმნას ნახმარი 450-700 (გემოვნების და მოთხოვნების მიხედვით) ლარი სადღაც.
მე გადავრჩი აღმაშებენლის ქუჩაზე, ბასლაინი რომაა, მანდ წამოვიდა პროწივზე ჯიპი. ნელი მოძრაობა იყო და ამოასხა და კინაღამა ამაკაპოტა. წამით ადრე მოტორის ხმა გავიგე უბრალოდ და ბორდიულზე
ავვარდი.
თემქაზეც ანალოგიური დამემართა ოღონდ უკნიდან მომადგა (ავტობუსს უსწრებდა მარჯვნიდან).
ჯვარი გწერიათ და ორი კვირის უკან 65 წლის სტაჟიანი ველოსიპედისტი კაცი შეიწირა მანქანამ, რომელმაც მარშუტკას გაუსწრო მარჯვნიდან (დიღმის ტრასაზე).
ჩემი აზრით, ერთხელ ყველა თბილისელმა მძღოლმა უნდა გაიაროს მთელი ქალაქი ველოსიპედით.
სავალდებულო უნდა იყოს მართვის მოწმობის აღებისთვის.
სულ ერთი გასვლა საკმარისია, რომ მიხვდე, რომ არაფერი ქალაქში, გზებით, ნიშნებით, ზებრებით და ა.შ. საერთოდ არაფერი არ არის ადამიანისთვის, ყველაფერი მანქანისთვისაა.
პ.ს. გარეუბნიდან ქალაქის ცენტრისკენ ნებისმიერ მანქანიანს დაგიდგებით ველოსიპედით დილის 10 საათზე ან საღამოს 7-ის ნახევარზე
This post has been edited by barcabarcabarca on 24 Feb 2019, 17:53