არჩილ თალაკვაძე - უმრავლესობაში მიმდინარე პროცესი კარს გაუხსნის ახალი, მომავლის ხედვის მქონე, წარმატებული ადამიანების შემოსვლას პარტიასა და პარლამენტში

სხვა კამსამოლებს უხმობს
* * *
ძალიან დასანანია, როცა “ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატები წასვლის მიზეზად არაკონსტიტუციურ კანონზე უარის თქმას ასახელებენ - ამ ყველაფერში აშკარად ჩანს კონკრეტული სუბიექტური ინტერესების ნარატივი, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, უმრავლესობის შემადგენლობა კიდევ რამდენიმე დეპუტატმა შეიძლება დატოვოს. “დროთა განმავლობაში, როცა სიტუაცია დაღვინდება, შეიქმნება ერთი თუ ორი ახალი ფრაქცია, რასაც ჟურნალისტები აანონსებთ, კარგად გამოჩნდება, რა იყო რეალური მიზეზი, რა პოლიტიკური ინტერესების ლობირებას ჰქონდა ადგილი იმ ადამიანების მხრიდან, ვინც უმრავლესობიდან წასვლის გადაწყვეტილების მიზეზად არაკონსტიტუციური კანონის არმიღებას ასახელებენ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძემ აქვე დასძინა, რომ პარტია “ქართული ოცნების“ ყველა ხელმძღვანელი პირი საერთო პოზიციაზე დგას.
ვხედავთ ვხედავთ, ბატოო მუმუკა
რაც ხდება....

ან რისი იმედი გაქვს ნეტავ?
This post has been edited by Lаki on 27 Feb 2019, 19:20
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3