უშინწინ რომ დეპუტატებს პორნოს ბმული გავუგზავნე
აგერ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ არა მხოლოდ მიიღო ეს ბმული, არამედ .. wait for it ... გადმოქაჩა და უყურა
ანუ, ვაზუსტებ:
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ოფიციალურ, პარლამენტის ელ. ფოსტის მისამართზე მიიღო ბმული სათაურით - ‘პოლიტიკოსის ჯგუფური სექსი’, რის შემდეგაც დააჭირა ჩამოტვირთვის ღილაკს და ჩაუჯდა საყურებლად
მტკიცებულება - სქრინზე პირველი ხაზი
ჰოდა, იმ ხალხს რისთვის სვამენ 4-დან 8 წლამდე?
https://www.facebook.com/japaridzez/posts/2059268047495217მათიკაშვილი ამბობს, რომ ვიდეო "პოლიტიკოსის ჯგუფური სექსი" პოლიციის თანდასწრებით გახსნა
ხუთშაბათი, 28 თებერვალი, 2019 - 14:26 0 კომენტარი
1 წაკითხვა
623
0
0
G+
0
ფოკუსში
[ბერნარდო სტროცი ''ერატოსთენე ასწავლის ალექსანდრიაში'']
ერათოსტენე
როგორ გამოითვალეს დედამიწის გარშემოწერილობა 2200 წლის წინ?
თიბისი ბანკის საქმე
ეროვნული ბანკი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენებას ითხოვს
განათლება
ანტისანიტარია საჯარო სკოლებში - ომბუდსმენი მდგომარეობას საგანგაშოდ მიიჩნევს (ფოტოები)
პოპულარული
ქალმა 4 თვის ბავშვით, თვითმფრინავში 200 მგზავრს ყურის დამცავები და ტკბილეული აჩუქა 8269 ნახვა
"შემომეხარჯა" - საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის პოსტი Twitter-ზე 5072 ნახვა
გერმანიაში მაშველებმა საკანალიზაციო ჭაში გაჭედილი მსუქანი ვირთხა გადაარჩინეს [Video] 3017 ნახვა
Kitbull - Pixar - ის ემოციური ანიმაცია ძაღლისა და კატის უჩვეულო მეგობრობაზე 2526 ნახვა
19 ფოტო, რომელიც წლევანდელი ოსკარის ცერემონიალის შემდეგაა გადაღებული - გალერეა 2450 ნახვა
პუტინის განცხადებების შემდეგ რუსული მედია აშშ-ს ბირთვულ სამიზნედ ამოღებაზე ალაპარაკდა 2244 ნახვა
[მამუკა მდინარაძე] მდინარაძე: ირაკლი კობახიძემ პარლამენტარიზმის ისტორია შეცვალა 1821 ნახვა
LADY GAGA-სა და MADONNA-ს შორის მრავალწლიანი კონფლიქტი ოსკარის დაჯილდოებაზე დასრულდა 1795 ნახვა
ქუცნაშვილი: ბიძინა ივანიშვილი თავად არის თავისუფლების წყარო 1768 ნახვა
ფოტო: პარლამენტი
"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე წერს, რომ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს პორნო ბმული გაუგზავნა სახელწოდებით "პოლიტიკოსის ჯგუფური სექსი". ჯაფარიძესთან მივიდა შეტყობინება, რომ დეპუტატმა აღნიშნული ვიდეო ჩამოტვირთა.
"იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ოფიციალურ, პარლამენტის ელ. ფოსტის მისამართზე მიიღო ბმული სათაურით - ‘პოლიტიკოსის ჯგუფური სექსი’, რის შემდეგაც დააჭირა ჩამოტვირთვის ღილაკს და ჩაუჯდა საყურებლად", - წერს ჯაფარიძე ფეისბუქზე.
ტაბულა დაუკავშირდა დავით მათიკაშვილს, რომელმაც თქვა, რომ მას შემდეგ, რაც მეილი გახსნა და წაიკითხა სახელწოდება, პოლიციას შეატყობინა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მტკიცებით, ვიდეო სწორედ შსს-ს წარმომადგენლებმა ჩამოტვირთეს და იქ "უცხოელი პორნოვარსკვლავის კადრები" აღმოჩნდა
26-ში გვიან მოვიდა ეს მეილი პარლამენტარის ოფიციალურ მეილზე. განვაცხადე პოლიციაში. გვიან ღამე იყო, უკვე 27 თებერვალი. მოვიდა კიბერ დანაშაულის განყოფილებიდან შესაბამისი ჯგუფი, მოხდა მათი თანდასწრებით ამის გახსნა. რეაგირება მოვახდინე, ეს შემიძლია დავადასტურო. აღმოჩნდა შიგნით რომელიღაც უცხოელი პორნოვარსკვლავის რაღაც კადრები. პოლიციის თანდასწრებით გავხსენი, მანამდე არ გამიხსნია. ეწერა პირდაპირ პარლამენტარის ჯგუფური სექსიო და იქ იყო კიდე რაღაც ბმული, სადაც უნდა გადასულიყავი, რომ გენახა და არ გადავსულვარ", - ამბობს მათიკაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ზურაბ ჯაფარიძემ ვიდეოს გაგზავნის შესახებ წინასწარად გაავრცელა ინფორმაცია. მან ამის შესახებ ფეისბუქ ვიდეოში ისაუბრა და თქვა, რომ რამდენიმე დეპუტატს პორნო ლინკს უგზავნიდა, მათ შორის დავით მათიკაშვილს.
ის ასევე აღნიშნავს, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო. ტაბულა დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. მათ პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ 1 თებერვალს 19 წლის ანი აროშიძე და კიდევ 15 ახალგაზრდა დააკავა. 16 ბრალდებულიდან 2-ს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, დანარჩენი კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ანი აროშიძემ თავისი ისტორია 22 თებერვალს მოყვა. მისი თქმით, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი ნახა და ის 3 ახლო მეგობარს პირად შეტყობინებაში გადაუგზავნა, რისთვისაც ის საჯარო წერილში ბოდიშს უხდის დეპუტატს.
სოციალურ ქსელში კამპანია #ანიკრიმინალიარარის დაიწყო. ანი აროშიძე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს. მას იურიდიულ დახმარებას პარტია "გირჩი" გაუწევს.
შსს-ის მიერ 16 ახალგაზრდის დაკავებას წინ უძღოდა უმრავლესობის ყოფილი დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის, განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ინტერნეტ სივრცეში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერები ვრცელდებოდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო. რაც, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფას გულისხმობს.
ჭიჭინაძის ამ განცხადებამდე ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია თავის გუნდს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების 10-კაციანი სიის შესახებ დაუპირისპირდა, რისი კულმინაციაც 22 თებერვალს მის მიერ ქართული ოცნების უმრავლესობის დატოვება იყო.
http://www.tabula.ge/ge/story/145049-matik...stsrebit-gaxsna This post has been edited by SPLIYVI on 28 Feb 2019, 14:30