#54304413 · 2 Mar 2019, 18:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Mateo Falcone
QUOTE | ქვეყნიდან მიღებული სარგებელი რას ნიშნავს? |
იმას, რომ ქვეყანა, მისი ინფრასტრუქტურა, სამართალდამცავი სისტემა, კვალიფიციური კადრები და ა.შ. გიქმნიან სათანადო პირობებს ბიზნესის წარმოებისთვის და ფულის შოვნისთვის. შესაბამისად, შენც უნდა შეიტანო წვლილი საზოგადოებრივი მიზნებისათვის. ხელი ხელს ბანს.
QUOTE | ღარიბი ახლაც იბეგრება, თანაც ორმაგად და სამმაგად.... საშემოსავლოსაც იხდის, საპენსიო ფონდისაც და დღგსაც. |
სამაგიეროდ იღებს იმ სოციალურ სერვისებს, რასაც მის მიერ გადასახადის სახით გადახდილი გროშები ვერ გაწვდებოდა. ანუ ღარიბი იხდის ნაკლებს და იღებს მეტ დახმარებას. მდიდარი იხდის მეტს და იღებს ნაკლებ დახმარებას. ასე შენდება სოციალური სახელმწიფო.
QUOTE | ნამეტანი სამართლიანია... |
აგიხსენი რატომაცაა უსამართლო და მსოფლიოს ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში უარყოფილი. გადახედე ზედა კომენტარებს.
|