ბენ ჰოჯესი 2014-2017 წლებში ევროპაში ამერიკის ძალების გენერალი იყო
მისი განცხადებით საქართველო მზადაა ნატოში შესასვლელად და რომ დასავლეთ გერმანიის მიღება ნატოში საქართველოსთვის პრეცედენტია
"მე მიმაჩნია რომ საქართველოს უნდა შესთავაზოს ნატომ წევრობა შემდეგ სამიტზე მე ამის მჯერა თუმცა ყველას ასე არ მიაჩნია რუსეთის მიერ საქართველოს 20%-ის ოკუპაცია საფრთხეს წარმოადგენს თუმცა არსებობც პრეცედენტი - გერმანია გაყოფილი იყო დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად და ასობით ათასი საბჭოთა ჯარისკაცი იყო განთავსებული აღმოსავლეთ ნაწილში თუმცა მიუხედავად ამისა დასავლეთ გერმანია ალიანსში გაწევრიანდა და პრობლემის ასე გადაჭრა საქართველოსთვისაც შეიძლება
საქართველო უნდა იყოს ნატოს წევრი ქვეყანა რადგან
პირველი - ეს გააუმჯობესებს ზოგადად უსაფრთხოებას შავი ზღვის რეგიონში და გააძლიერებს ამ რეგიონში ალიანსის სხვა წევრების უსაფრთხოებას
მეორე -
ქართველებმა ყველაფერი გააკეთეს რაც საჭირო იყო ნატოს წევრობისთვის არაფერი დასამტკიცებელი აღარ დარჩა და არ ეხება მხოლოდ თქენს დანაკარგებს ავღანეთში თქვენ მამაცი ჯარისკაცები გყავთ ყველას სურს ქართველი ჯარისკაცების მხარდამხარ ყოფნა რადგან ძალიან კარგები არიან ასე რომ არაფერი არ დარჩა დასამტკიცებელი ახლა დროა ნატომ გადადგას ნაბიჯი და დაგპატიჟოთ ალიანსში
მეორე რასაც მინდა ხაზი გავუსვა არის ის რომ
რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი მალე ძალიან მაღლა აიწევს განსაკუთრებით ანაკლიის პორტის აშენებით რომელიც დაგეგმილია მომავალ ორ წელიწადში და 2.5 მილიარდი დოლარია ჩადებული ქართველ ამერიკული კომპანიების თანაპარტნიორობით ანაკლიის პორტის პოტენციალი უზარმაზარია რათა გარდაიქმნას ლოგისიკურ "ჰაბად" ევროპასა და აზიას შორის ამ პროექტის მონაწილეები ევროპა და ამერიკა განსაკუთრებით იქნებიან დაინტერესებული რეგიონში უსაფრთხოებით მას შემდეგ რაც ანაკლიის პორტი დასრულდება რადგან იმხელა ეკონომიკური აქტიურობა იქნება რომ საქართველო გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი გახდება ბიზნესმენებისთვის და პოლიტიკური ლიდერებისთვის ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა თუ რატომ ისარგებლებს ყველა მხარე საქართველოს უსაფრთხოებით და საქართველოს ნატოში მიღებით"
https://civil.ge/archives/276491
This post has been edited by ტროლოლო on 1 Mar 2019, 22:07