#54303507 · 2 Mar 2019, 15:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სკოლამ და ოჯახმა იმ მენტალიტეტის აღმოფხვრაზე უნდა იზრუნოს, რომელიც მოზარდს პენსიონერობას მოანდომებს. აქ მარტო სოციალური სიდუხჭირე არ არის დამნაშავე, აქ იდეოლოგიის არარსებობის და აზროვნების პრობლემაცაა. სექსოლოგიის გაკვეთილები არ სჭირდებათ ბავშვებს, ისედაც ისწავლიან თუ შეძლებენ დამყაყებულ, პროვინციულ გარემოცვას დააღწიონ თავი. აქტიური, შემოქმედებითი ცხოვრების სიყვარული უნდა ასწავლონ ბავშვებს. ამ თემის გაცნობის შემდეგ გამახსენდა ელდარ შენგელაიას გენიალური ფილმის "არაჩვეულებრივი გამოფენის" ფინალური სცენა,სადაც ნიჭიერი მოზარდი ჰაერში ახტება ძვირფასი მარმარილოს ფონზე და ყვირის: " მე ამით გავაკეთებ...!" კადრი ჩერდება. არა აქვს მნიშვნელობა, რას გააკეთებს იგი, მთავარია, რომ რაღაცის გაკეთება სურს. იგი აქტიურია, კრეატიულია და ალბათობა იმისა, რომ რაღაცას გააკეთებს ამ მარმარილოსგან, დიდია.
|