დამღლელი საპარლამენტო დღის შემდეგ, სადაც გმირულად იომეს და მოიგერიეს ნაციონალური მოძრაობის მტერი და ავადსახსენებელი წევრების იერიშები, ძახილით "სისხილანი 9 წელი, თუ მაგრები იყავით თქვენ რატომ არ აკეთებდით, ჩვენ გვახსოვს თქვენი მმართველობა", ესრეთ დაღლილი ქოცები, ვინ დღევანდელ ომს გადაურჩა დაჯდნენ მაგიდასთან, ერთობ მნიშვნელოვანი საკითხის მოსაგვარებლად.
- ბიჯო, ბიჯო ფული აღარაა ბიუჯეტში იმდენი ვჭამეთ. - ქოცი ერთი
- რაა? რა ფული არაა, შენ ხო არ უფრენ? რაღაც ფული მინდა თორე ცოლი არ მაძლევს ტო, თუ ის შუბა არ ვუყიდე, ერთი კვირაა ტვინს მიბურღავს ჯო - ქოცი ორი
- რა ცოლი არ გაძლევს, არ გავარტყი ცოლს და მოცემას? აუზში წყალს ვერ ვასხავ ამის დშჩც. - ქოცი სამი
- რა ცოლი არ მაძლევს, რა აუზში წყალს ვერ ასხამ, რა ფული არაა თქვენ ხო არ უვლებთ? აგერ ჩრდილოეთიდან ბრძანებაა, მალე აახვიეთ ევროპის გზიდანო - ქოცირუსისმონაოთხი
- ეე მაგათაც შეიყვეს რა, არ უნდა ხალხს ეს დედასამშობლო და რა ვქნათ? - ქოცი ორი
- მაიცა რუსეთიდან ეგეთი ბრძანებაა? - ქოცი ერთი.
- ხო, თვით იმისგან მოდის, კავკასიის საკითხები რო აბარია, ამასწინად ბატონ რამზანთან იყო ჩასული, დაღესტან-ინგუშეთის საკითხზე ქონდათ მოლაპარაკება და მეც ვიყავი დაბარებული შესახვედრად. - ქოცი ოთხი რუსის მონა.
- შარში ვართ, თუ დედასამშობლოს ეგრე უნდა, როგორმე უნდა ვქნ... ვქ... - ქოცი ერთი.
ქოც ერთს თავში ნათურის მსგავსი დეფორმირებული საგანი აენთო და გონება ოდნავ განათდა.
- მოვიფიქრე. ევრიკა მოვიფიქრე. - ქოცი ერთი
ქოცი ორი, ქოცი სამი და ქოცი ოთხი რუსის მონა შეყურებენ, როდის გვეტყვის დიად სიბრძნესო.
- იტოგში ბრაწია, რას ვაკეთებთ. ბიუჯეტში საჭმელი თივა ხო არ არის, არა რა თივა მეც კარგად ვარ, ფული ხომ არ არის ბიუჯეტში?
- არა, არა არ არის ამის დშვც - წაიბუტბუტეს ქოცებმა.
- ხოდა ხო უნდა დედასამშობლოს, რომ ხალხი ჩამოვაცილოთ გეივროპას? - ქოცი ერთი.
- კი, კი უნდა - წაიბუტბუტეს ქოცებმა, მაგრამ ქოცმა ოთხმა რუსის მონამ ამაყად თქვა ხმამაღლა, თითქოს ამით ასრულდებოდეს.
- ხოდა, აი გეგმა, ვაძვირებთ ყველაფერს და ვაბრალებთ ევროპას, ხალხიც დაიწყებს გინებას და ვის აგინებს? - ქოცი ერთი.
ოთახში ჩამოვარდა სიჩუმე, ქოცების დიადი თავები აზროვნებენ, თითქოს ქვეყნისთვის გადამწყვეტი საკითხი უნდა გადაწყვიტონ და მილიონობითა და მილიარდობით ადამიანს სიცოცხლე გადაურჩინონ და შეუმსუბუქონ.
- ჩვეეენ? - გაბედა ერთმა გულმაგარმა ქოცმა.
- რა ჩვენ შენ ცოტა ალაოდ ხო არა ხარ? - თქვა ქოცმა ერთმა.
ოთახში ისევ სიჩუმეა, არავინ არ იღებს ხმას, არ უნდა რომ გახდეს შენიშვნის ადრესატი.
- აბა ვინ? - იკითხა ისევ გულმაგარმა ქოცმა.
- ვინ და ევროპას. ევროპას აგინებენ და გული მოუთბებათ რუსეთზე, გამიგე? ა მი კიდევ ფულს გავაკეთებთ...
- აუ ბიჯო რა ტვინი გაქ, აფსუს? მაგას ვინ მოიფიქრებდა? აი თვით ბატონი ბიძინიც ვერ მოიფიქრებდა მაგას. - თქვა ერთ-ერთმა ქოცმა, რომელსაც არ დავასახელებთ, რომ ბიძინამ არ გააგდოს პარტიიდან, შურის გამო.
ასე დაიბადა იდეა, ყველაფრის გაძვირების ევროპაზე დაბრალებისა....
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
კააა ჩქიმით გავალ აქედანა, არ მაგინოთ...