#54361403 · 13 Mar 2019, 20:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
erer
QUOTE | გერმანიაში ვნახე პირველად, სკოლაში ყველა რომ რაღაც სპორტზე დადის და რაღაცის გუნდშია. ბიჭი, გოგო ყველა. კალათბურთი, ფეხბურთი, ჩოგბურთი, ბადმინტონი თუ ბალახის ჰოკეი მნიშვნელობა არ აქვს, რაღაცაში უეჭველი დადის. ბაღის ასაკიდან ყველა დადის ველოსიპედით, ყველამ იცის ცურვა, ყველამ იცის ციგურებით სრიალი. ჩვენთან 20 წლის ახალგაზრდას შეხედავ და 80%–ს მომჩვარული აქვს ხორცი უმოქმედობისგან, ბიჭსაც და გოგოსაც. 5–ე სართულზე ფეხით ასვლა ამათთვის ევერესტის დაპყრობის ტოლფასია. გოგოები ხო ძაან განსაკუთრებით. გოგოების უმეტესობამ (ალბათ 70% მაინც) ველოსიპედის ტარებაც არ იცის. ფეხით გავლა ეზარება ყველას. 300 მეტრზე მანქანით დაყავთ სკოლაში. ძაან ზანტი ერი ვართ. სოფელში კიდე რომც არ უნდოდეთ მაინც უწევთ ბავშვებს მოძრაობა და ფიზიკურად უფრო აქტიურები არიან და ქალაქში ძაან მოდუნებული ბავშვებია ფიზიკურად უმეტესობა. |
მე პირველად ევროპისგან განსხვავებით ვნახე ბავშვები ან არ დაყავთ არაფერზე ან დაყავთ ინგლისურებზე და ასე შემდეგ და ყველაზე მთავარზე თუ დაყავთ ბავშვები ცეკვაზე და კარატეზე ანუ ფაქტიურად ოჯახის ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს ანიავებენ! ბევრი შეიძლება არც დამეთანხმოს.
ქართველი ხალხის ბუნება ჩანს აქედან.
როდესაც მეგობრებს ვეკითხები რატომ დაგყავთ კარატეზე რომელიც უფრო სამსახიობო ილეთებია და უბრალოთ ზღაპარია რადგან ელემენტარულად ვერ დაიცავ მოძალადისგან თავს მაგრამ კინოებში რასაც უყურებენ სჯერავთ და თუნდაც ყველაზე უნიჭო ან რაიმე ფიზიკური ნაკლის ბავშვი მიიყვანო მაინც იღებენ რომ ფული აკეთონ და ორ ლარიანი ქანრები ათეულობით დოლარში გაყიდონ.
შემდეგ რომ ვეუბნები ცეკვაზე რატომ დაგყავთ? კაცი გაიზრდება და ქორწილში ან ქეიფზე ხომ უნდა გაშალოს ხელიო.
აი აქედან ჩანს თუ მენტალურად სად ვართ!?
მეორე უკიდურესობაა ყველას რომ ფეხბურთზე და რაგბზე შეყავთ ბავშვები აქვს თუ არა მონაცემები და ხშირია ტრავმიანობა მაგრამ ოღონდ ფული იშოვონ და ამ ვაი მწვრთნელები ბრტყელტერფიან ბავშვებსაც იღებე
ერთი უკიდერუსობაა ვინც ამზადებს ბავშვებს 1 კლასიდან ყველა საგანში და რამოდენიმე ენებში და არცერთ სპორტის სახეობაში არ დაყავს და საბოლოოდ დარაჯად ან მშენებლობაზე იწყებენ კარიერას.
მეორეა ვინც ტელევიზორში ნახავს რაღაცას სათამაშო ან სამსახიობო სპორტის სახეობების და იმ წუთასვე შეყავთ ბავშვი და საბოლოოდ გადის წლები და უნიჭო ბავშვი ვერაფერს აღწევს და ოჯახის ბიუჯეტი ნიავდება.
ფუნდამენტიდან თუ არ დაიწყო საშუალო სტატისტიკურმა ქართულმა ოჯახმა და როგირც გერმანიაში ან ევროპის ქვეყნებში არაფერი ეშველება ჩვენს ქვეყანას.
|