იცით ყველაზე მეტად რაზე ვხალისობ?
აი ტიპები შვიდნი იყვნენ, ყველა ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე, ჰქონდათ ორი TT პისტოლეტი, ორი ნაგანი და ორი ყუმბარაც(ნუ უმოქმედო, მაგრამ ეგ თვითონ მაგ იდიოტებმაც არ იცოდნენ). მოსატაცებელი იყო ერთი 60 კაციანი თვითმფრინავი  ანუ მგზავრების გარდა რეალურად გასანეიტრალებელი ადამიანების რაოდენობა(კაპიტანი, შტურმანი, ბორტგამცილებელი)  თვითონ გამტაცებელთა რაოდენობაზე ნაკლები იყო. აი ყველა წინაპირობა იყო, რომ ერთი გასროლისა და ყოველგვარი მსხვერპლის გარეშე მაინც გაეტაცათ და დაესვათ თვითმფრინავი.
და ამ უტვინოებმა ეგეც კი ვერ მოახერხეს. დღეს აი ქაუნთერში ტერორისტებად მოთამაშე მეშვიდეკლასელებსაც კი უკეთესად შეუძლიათ ამის გაკეთება ვიდრე ამ ლუმუმბადამთავრებულ კრეტინებს. 
ისეთი უუნაროები იყვნენ "თავისუფლებამოყვარული" ახალგაზრდები რომ ელემენტარულიც კი ვერ დაგეგმეს, გაფრენამდე ორი დღით ადრე მაინც რომ შეკრებილიყვნენ და ბოლო-ბოლო რაღაც მაინც დაეგეგმათ, როლები გადაენაწილებინათ. არა მივიდნენ და პირდაპირ კაბინაში და ეგონათ ია-ვარდებით დახვდებოდნენ. 
11 სექტემბრის დროს 4-5 არაბი ტერორისტისგან შემდგარმა ჯგუფებმა 70-100 კაციანი თვითმფრინავები გაიტაცეს ისე რომ ბომბის მულიაჟისა და დანების მეტი არაფერი ჰქონდათ. ამათმა მთელი არსენალი შეიტანეს თვითმფრინავში და აქეთ დახოცა შტურმანმა. იმაზე ჩუმად ვარ რომ სოლომონია და სხვა უდანაშაულოები რომ დაიღუპნენ.
 
 მე ახლა რატომ ვწერ ყველაფერს. იმიტომ კი არა, უფრო მაგარი და ორგანიზებული ტერორისტები რატომ არ იყვნენო. არა, მინდა რომ სწორად გამიგონ. იმიტომ ვწერ ყველაფერს, რომ მათი ამ საქციელით კარგად ვლინდება ვინები იყვნენ ეს ვითომ გმირები.
იყვნენ არა "გმირები" არამედ, გაზულუქუბული ელიტის შვილები, რომლებსაც ცხოვრებაში არაფერი არ აკლდათ, სწავლობდნენ თავიანთ ლუმუმბებში და მართლა ყველაფერი ჰქონდათ. ეს მათი ე.წ. თავისუფლების სიყვარული კიდევ ერთი მითია, ყველაზე ნაკლებად თავისუფლების პრობლემა საბჭოთა კავშირში მაგათ ჰქონდათ.  სინამდვილეში უნდოდათ უბრალოდ სახელი და დიდება, როგორც საბჭოთა დიქტატურის წინააღმდეგ მებრძოლი გმირებისა, რადგან თავიანთ უსარგებლო ცხოვრებაში ნაყიდი დიპლომებისა და ბლატებით მოპოვებული სამუშაოს გარდა საჩვენებელი არაფერი არ ჰქონდათ. 
თუ რა უუნაროებიც იყვნენ კარგად გამოჩნდა იმაშიც, რომ ტიპებმა ორი პისტოლეტით და ორი რევოლვერითაც კი ერთი კინკილა თვითმფრინავი ვერ გაიტაცეს. ვერ გაიტაცეს კი არა, აქეთ დახოცა ეკიპაჟმა (სწორიც გააკეთეს). და ამ აბდლებს თავიდან Як-40 უნდა გაეტაცათ. და მერე ალფა-სპეცნაზი რომ ჩამოიყვანეს ამათ დასაჭერად.  
 
   
 აი თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ საბჭოთა კავშირიდან გაქცევის სხვა საშუალება მართლა არ ჰქონდათ, გარდა თვითმფრინავის გატაცებისა და უამრავი ადამიანის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებისა?!
კარგი ტურისტული ვიზით თურქეთში ვერ წავიდნენ, ტურისტებს კი არა, თურქეთში იმ დროს პროფესორ თურქოლოგებს უჭირდათ წასვლა. საზღვარს სხვანაირად ვერ გადაკვეთდნენ, ტურისტულად ვერ გაფრინდებოდნენ სადმე და იქიდან ვერ შევიდოდნენ ამერიკის ან სხვა ქვეყნის საელჩოში?! მარტო თვითმფრინავის გატაცება იყო ერთადერთი გზა?!
არა. როგორ არ იყო სხვა გზა. რომელიც ათეულობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეს არ ჩააგდებდა საფრთხეში. უბრალოდ ამაზე მათ არასოდეს არ უფიქრიათ. ცხოვრებაში მაგათ საერთოდ არაფერზე წესიერად არ უფიქრიათ, ყველაფერი მამიკო-დედიკომ ჩაუწყო და თვითონ ელემენტარული რამდენიმესაფეხურიანი მოქმედებაც კი ვერ გათვალეს წინასწარ. 
აი სწორედ მაგ .ე.წ ინტელიგენციის ელიტის ახალგაზრდებში შეიძლება ამოიცნოს ადამიანმა იმ პრობლემის ნაკვთები, რომელიც სრული ძალით მერე 8-10 წლის შემდეგ გამოვლინდა და ქვეყანა სულ გაანადგურა. ამათ რომ თვითმფრინავი არ გაეტაცათ ან სიკვდილით რომ დაესაჯათ, აი 99% დარწმუნებული ვარ 1991 წელს ციხიდან გამოსულები  იბრძოლებდნენ მხედრიონის რიგებში გამსახურდიას "დიქტატურის" წინააღმდეგ. მერე კი შევარდნაძის დროს კარგ თბილ ადგილზე მოეწყობოდნენ სამინისტროში და კორუფციული გარიგებით მოღუნავდნენ მილიონებს. აქ კიდევ გმირებიო.  
 
 შევარდნაძეს თუ რამე მართლა გაუკეთებია საქართველოსათვის არის მხედრიონისა და ამ არაფრისმაქნისი პარაზიტი ტერორისტების მოცილება. არანაირი ილუზია არ მაქვს რომ ეს სამშობლოს სიყვარულით ან რაიმე სხვა ალტრუისტული მიზნით გააკეთა. რა თქმა უნდა, მხოლოდ საკუთარი პოზიციის განმტკიცება ადარდებდა, მაგრამ ეს შვიდი ტეროროსტი მაინც მოგვაცილა. იმედია ახლა შევარდნაძის ქებაში არ ჩამითვლით ამას. სხვა ყველაფერში დაგვღუპა სრულიად.
მაგრამ დღესაც კი ვიხსენებთ ამ ტერორისტებს, ვდგამთ სპექტაკლებს, ვიღებთ ფილმებს, ვადიდებთ და გმირებად გამოგვყავს. და მინდა ვიკითხო - რატომ? სხვა არ გვყავს უკეთესი? მართლა გაქსუებული ტერორისტად გამხდარი ინტელიგენციის შვილები უნდა დარჩნენ საბჭოთა დიქტატურის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანის ხატებად?!  
 This post has been edited by Hiksos on 9 Mar 2019, 20:35
 This post has been edited by Hiksos on 9 Mar 2019, 20:35  ეგ 1.65 სხვა რამეა ეგ არის ლარის დოლარზე გაცვლის კურსი. ლარის კურსი სხვა რამეა.
DRAKONI
სწორედ რომ კიტოვანი და იოსელიანია დასავლეთი
dega
არ გავკარი სანდრამ ეს თქვა თუ არა და ვთქვათ ჭორიც მოუგონეს. მერე რა ამით?
lasha1997