საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2019 წელსაც იზრდება და ის
3 863 000 000 ლარს შეადგენს. სადაზღვეო კომპანიად ქცეული ჯანდაცვის სამინისტრო წელსაც "ზრუნავს" მოსახლეობაზე და
საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი 754 000 000 ლარს შეადგენს.
ვინ სარგებლობს "უფასო" ჯანდაცვის პროგრამით? – საქართველოს ყველა მოქალაქე, რომლის წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს. საყოველთაო ჯანდაცვის პრინციპი მარტივია: რაც უფრო ნაკლები გაქვს შემოსავალი, მით უფრო მეტად გიფინანსდება ჯანმრთელობა ბიუჯეტიდან. საქართველოში სამედიცინო დახმარება იქცა სამედიცინო მომსახურებად და ის სულაც არ არის უფასო და არც საყოველთაო. ზოგადად ჯანდაცვის სფერო არ არის მომგებიანი, მაგრამ თუ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას გადახედავთ მიხვდებით, რომ სამედიცინო ბიზნესი ყვავის და ის სწორედ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯზეა "გაფურჩქნული". ბოლო წლებში განვითარდა მედიცინის ყველა ის მიმართულება, რომელიც ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვით. სავადმყოფოები გეომეტრიული პროგრესიით მრავლდება. ხარისხზე პასუხისმგებელი მხოლოდ დოკუმენტაციაა... იქმნება გაერთიანებები, საავადმყოფოთა ქსელი, რომელსაც ემატება ამბულატორიების ჯაჭვი, აფთიაქები და ფარმაცევტული საწარმოები. სამედიცინო ბიზნესი ქმნის მონოპოლიებს, რაც განაპირობებს ფასების კოლოსალურ ზრდას. ქვეყანაში არსებული მედიკამენტების ფასები რადიკალურად განსხვავდება რეგიონში არსებული ფასებისგან. ექიმთან ვიზიტი ამბულატორიულად მოსახლეობის უმრავლესობისთვის დიდ ფუფუნებასთან ასოცირდება, რადგანაც კონსულტაციის, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები უმრავლეს შემთხვევაში აღემატება 200 ლარს. ამას ემატება მედიკამენტების ხარჯები, რაც საზოგადოებისთვის პრაქტიკულად მიუწვდომელია. განაჩენი გამოტანილია, ხალხი ვერ მიდის ექიმთან, ვერ იტარებს ადექვატურ მკურნალობას შედეგი კი სავალალოა.
ქვეყნის ბიუჯეტი ასე გამოიყურება:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 3 863 000 000 ლარისაქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 1 965 000 000 ლარისაქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო 1 485 000 000 ლარისაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 644 000 000 ლარისაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 325 000 000 ლარისაქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 298 000 000 ლარისაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 134 000 000 ლარისსიპ–საზოგადოებრივი მაუწყებელი 58 800 000 ლარი სად მიდის საყოველთაო ჯანდაცვის 754 000 000 ლარი? – არამომგებიან ბიზნესმენებთან, რომლებიც მთელი გულით ზრუნავენ თქვენს ჯანმრთელობაზე
სამედიცინო გაერთიანება ევექსი, რომელიც ფლობს არაერთ პოლიპროფილურ საავადმყოფოს, ამბულატორიას და აფთიაქს ქვეყანაში
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ვის ეკუთვნის ევექსი? http://bgeo.comhttp://bgeo.com» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
2018 წლის მაისში ჯგუფი გაიყო ორად.
რას ფლობს georgiacapital ? www.georgiacapital.ge

გაერთიანება, რომელიც ფლობს ბანკს, საავადმყოფოების, ამბულატორიების და აფთაიაქების უმსხვილეს ქსელს, ასევე ლუდსახარშს, მეღვინეობას, სამშენებლო კომპანიებს, წყლის კომპანიას და კიდევ უამრავ ბიზნესს შთანთქავს ჩვენი ბიუჯეტის უმსხვილესი ნაწილის ყველაზე მსუყე ნაწილს

ეს არ არის მხოლოდ სამედიცინო მონოპოლიზაცია... სავალალო შედეგებს ვიმკით ჩვენ, ქვეყნის მოსახლეობა, უბრალო მოქალაქეები. შეადარეთ მედიკამენტების ფასები თითქმის ყველა აფთიაქში ერთი და იგივე ფასი აქვს. ფასდაკლების დღეებს და ფასდაკლების ბარათებს გთავაზობთ ყველა სააფთიაქო ქსელი

რეალურად კი მაინც ბევრად უფრო ძვირად ყიდიან პროდუქციას, ვიდრე მისი რეალური ფასია...
პრეპარატი ქსარელტო, რომელიც ერთი კოლოფი საქართველოში ღირს
220 ლარი, თურქეთში იგივეს შეიძენთ 230 ლირად, ანუ
82 ლარად !!! ფასი თურქეთშიფასი საქართველოშიეს არ ეხება მხოლოდ ერთ მედიკამენტს...შეადარეთ მედიკამენტების ფასები
არ გეგონოთ რომ მხოლოდ ევექსია მონოპოლისი. ავერსიც უმშვენებს გვერდს

ევექსის მსგავსად ავერსიც ფლობს არაერთ პოლიპროფილურ საავადმყოფოს, აფთიაქს, ფარმაცევტულ საწარმოს და სამედიცინო დაზღვევას. რასაკვირველია ევექსის მსგავსად მისი ბიზნესიც საყოველთაო ჯანდაცვაზეა გათვლილი

სააფთიაქო ქსელი PSP უერთდება სხვა კომპანიებს. ისიც ფლობს ფარმაცევტულ საწარმოს და კლინიკას
www.newhospitals.ge გარდა იმისა, რომ ქართული ჯანდაცვის სისტემა გაღუნულია, ჯანდაცვის სამინისტრო გადაქცეულია სადაზღვეო კომპანიად, რომელსაც ბიზნესმენების ამალა შეჰყურეს ისე, როგორც "მეწველ ძროხას", ჯანდაცვა მძიმე ტვირთად აწევს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და თითოეული ჩვენგანზე აისახება მისი მავნებლობა. მარაზმია ის რაც ხდება, მარაზმია უაზროდ, ყოველგვარი საჭიროების გარეშე საავადმყოფოების მშენებლობა, გუკუღმართებული კონკურენცია, არაადამიანურად მაღალი ფასები და უკონტროლო, მხოლოდ სამედიცინო დოკუმენტაციაზე აგებული ხარისხი...
დააფიქსირეთ თქვენი აზრი. რა გამოსავალს ხედავთ?