G1oba1სერიოზულად გგონია რომ არ ვიცი DNS სერვერი რა არის თუ რატომ მიხსნი?

მგონი დავწერე
DNS ამპლიფიკაცია და შეგეძლო დაგეგუგლა.
თუმცა შემიძლია კარგად აგიხსნა რომ მიხვდე აზრს.
რა არის ამპლიფიკაცია DNS სერვერის საშუალებით?
მოკლედ რომ ვთქვათ გარკვეულ სერვერებს აქვთ ერთი პატარა ხარვეზი, რომელიც გიგანტურ პრობლემად იქცა.
კერძოდ პრობლემა იმაშია რომ DNS სერვერს როცა მიმართავ რაიმე ინფორმაციის წამოსაღებად და პირობითად უგზავნი 8 ბაიტიან პაკეტს, DNS სერვერი ყოველთვის გპასუხობს დიდი პაკეტით, რომელიც ორიგინალური რექვესტის ზომაზე 25 ჯერ უფრო დიდი შეიძლება იყოს.
ახლა ამას როგორ იყენებენ შეტევისთვის.
თავდამსხმელი ყიდულობს Linux ოპერაციული სისტემის მქონე სერვერებს რომელიმე დატა ცენტრში, ამ სერვერის არხი უნდა იყოს მინიმუმ გიგაბიტიანი.
სასურველი რაოდენობა 5-ზე მეტი.
ერთი სერვერი ცალკე ყენდება და ინტერნეტს ასკანირებს, ეძებს მსოფლიოში DNS სერვერებს რომლებიც დიდ პასუხებს აბრუნებენ და ინახავს სპეციალურ სიაში (როგორც წესი ტექსტური ფაილი ამ სერვერების IP მისამართებით), როცა სკანირებას მორჩება და რამდენიმე ასეულ ათას მსგავს სერვერს იპოვის, იწყება ყველაზე საინტერესო.
შეგროვებულიო სერვერების მისამართების სია იტვირთება დანარჩენ 5 სერვერზე და ეშვება სპეციალური პროგრამა, რომელიც ახორციელებს შეტევას.
პრინციპი შემდეგნაირია.
პროგრამა იყენებს ე.წ IP Spoofing ტექნიკას, სიაში არსებულ სერვერებს მიმართავს რაღაც რექვესტით, თუმცა მიმართვის მომენტში გამავალ პაკეტში ცვლის IP Header-ს და საკუთარი მისამართის ნაცვლად უწერს იმ საიტის/სერვერის მისამართს რომელზეც უნდა რომ შეტევა განხორციელდეს.
როდესაც ეს მილიონობით DNS სერვერები იღებენ ამ რექვესტებს, პასუხს უკვე უბრუნებენ უკან არა შემტევ სერვერებს, არამედ სამიზნეს! შესაბამისად ხდება შეტევის "ამპლიფიკაცია", ანუ ტრაფიკის რაოდენობის გაათმაგება.
ამ მეთოდით გიგანტური ტრაფიკის დაგენერირება შეიძლება.
5 სერვერიდან შეუძლიათ რომ სამიზნეს 40-50 გიგაბიტი ტრაფიკი გადაარტყან.
უფრო მეტი სერვერით დღეს საშუალო შეტევის სიმძლავრე უკვე 200-250 აღწევს.
რეკორდი 1 ტერაბაიტი იყო.
გასაგებია ახლა რა შუაშია დნს?