#55025793 · 25 Jul 2019, 18:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (picpic @ 12 Mar 2019, 00:42 ) | მოდერ, თავისუფალი ხარ მოქმედებაში, ამ თემასთან დაკავშირებით.
არ ვიცი რამდენად გასახსნელია ეს თემა, მაგრამ.. შეუცნობელ არს გზანი უფლისანი ..
.. 26 წლის წინ აფხაზეთში, სოხუმის დაცემის დღეს 27 სექტემბერს უკვალოდ გაქრა ჩემი ძმა.
სოხუმის დაცემამდე ერთი თვით ადრე წაიყვანეს.
მრავალჯერ დაწერილი განცხადების მიუხედავად, არ მიჰყავდათ. და ბოლოს წაიყვანეს, მის დაბადების დღეს, 31 აგვისტოს.
27 სექტემბერს კი, მისი კვალი გაქრა,.. ისევე როგორც ბევრი სხვა ახალგაზრდის, და მათ შორის იმ კიდევ ექვსი მებრძოლის, რომელიც მასთან ერთად იყვნენ.
26 წელი მასთან ერთად, მის მოლოდინში და მასზე დარდში და მონატრებაში გავატარე. 26 წელი გაორებული ცხოვრებით ვიცხოვრე - მასთან ერთად იმედში, და მის გარეშე ყოველდღიურობაში.
გუშინწინ სარამოს დამირეკეს და მითხრეს, რომ ისინი იპოვნეს და უკვე თბილისში არიან გადმოსვენებულები.
უბრალოდ, სინანულმა შემიპყრო რომ ასე გაუხმაურებლად ხდება ეს ყველაფერი. ისევე გაუხმაურებლად, როგორც იბრძოლეს და დაიკარგნენ. მაგიტომაც გავხსენი თემა.
სახლში არის ჩემი ძვირფასი ლექსო. |
უფალმა ნათელში ამყოფოს მისი და იქ დაღუპული ჩვენი ბიჭების სული. დიდი ტრაგედია დატრიალდა მაშინ. რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკა არ იცვლება. მაშინაც ნატოში შევდიოდით თუ მეპ-ს გვაძლევდნენ? თუ გაასაჯაროვებ მისამართს და დაკრძალვის დროს, (თბილისის შემთხვევაში), მეც და ალბათ სხვებიც უკანასკნელ პატივს მივაგებთ გმირი ძმის ხსოვნას.
This post has been edited by Ford on 25 Jul 2019, 18:12
|