“გალაკტიონის გვერდით აყენებთ თავსო?”
გაგიკვირდათ, არა?
ეგ კიდევ რაა!
მეცნიერი ლექსმცოდნე, ფილოლოგიის დოქტორი რომ იყოს ვინმე, ქართული სამეცნიერო დარგის- ,, გალაკტიონოლოგიის” შექმნის სათავესთან დგომის ბედნიერება რომ ერგუნოს რჩეულ პოეტთა და მეცნიერთა უმცირეს ჯგუფთან ერთად.
16 წელიწადი გალაკტიონის კვლევის ცენტრი სწავლულ მდივნად რომ იმუშაოს.
უნიკალური გამოცემის - კრებულ ,გალაკტიონოლოგიის” ექვსი წიგნის პასუხისმგებელი მდივანი რომ იყოს ( რა თვითშეწირვისა და ბრძოლის ფასად ხდება ასეთი რამეები საქართველოში, “წარმოიდგინოს თვითონ მკითხველმა.”)...
გვერდით, თანაც ღირსეულად ვუდგავარ გალაკტიონსო, ამის თქმის უფლებას დააყვედრებს ვინმე გონთმოსული?
(სხვათა შორის, დიდი აუდიტორიის წინაშე, ასეთი რამაც კი ითქვა ჩვენზე - გალაკტიონის კვლევის ცენტრის თანამშრომელთა მცირე ჯგუფზე :
გალაკტიონს შვილი არ ჰყავდა და რომ ჰყოლოდა, თქვენზე უკეთესს ვერ ინატრებდაო”)
თან ნახეთ, როგორ “შინაურულად “ ველაპარაკები გენიოსს, იმით გაკადნიერებული , რომ წლები და წლები მისი შემოქმედებისა და პირადი არქივის ქექვაში გამიტარებია:
http://urakparaki.com/?m=4&ID=93084 ნინო დარბაისელი
მესიჯი გალაკტიონს
- - - -
ახლა ნეშვილიდან ნიუ იორკში მივფრინავ.
ეს იმას ნიშნავს, რომ ინტერნეტი ტელეფონში გათიშული მაქვს და კიდევ იმას, რომ შემიძლია, ფიქრით შევიქციო თავი, უფრო სწორედ, წერით და მე, ყოფილი გალაკტიონოლოგი, უკეთესზე რაზე ვიფიქრებ.
რაც მახსოვდა შენი ლექსები, გულში მოვილიე, ახლა შენთან ლაპარაკის ხასიათზე დავდექი.
რა კარგია ასე, თავისუფლად, უპასუხისმგებლოდაც კი, შენთან რაღაცნაირად, ტოლი-ტოლზე საუბარი.
შენ რომ სივრცეებმა დაგიბინადრეს, მე ახლა - იმ სივრცეებში თვითმფრინავის მგზავრი ვარ.
ჰო, ოლიაზე გეუბნები - მასზე ახლობელი ქალები შენ, როგორც მამაკაცს სხვებიც გყავდა, მაგრამ როგორც პოეტს - არასოდეს გყოლია.
მხოლოდ ოლიამ იცოდა შენი, როგორც პოეტის ენა.
რუსეთში ერთად წასვლამდე, 1916-ში ცოლად შეირთოო.
როგორ უნდა შეგერთო!
ბინა შენ არ გქონდა ქუთაისში, სოფელში კი, სადაც ერთი მოცუცქნული სახლი გედგა და შიგ დედა და ძმა ცხოვრობდა, დაბრუნება შენ არ შეგეძლო და არც ის ქალი გამოგყვებოდა.
ქალი ათეისტი იყო და ჯვარს ვერ დაიწერდით, ქორწინების რეგისტრაცია სხვაგვარადაც არ მომხდარა.
არც სუფრა გაგიშლიათ, ნათესავ-მეგობრებისთვის რომ გამოგეცხადებინათ თქვენი შეუღლების ამბავი.
მაშინ არც ქალის ოჯახს დაურქმევია შენთვის სიძე, არც შენს ოჯახს უწოდებია მისთვის რძალი.
მანამდე ჯერ წლები იყო გასასვლელი.
ქალი მოსკოვს მიდიოდა თავის გზაზე, თავისიანებთან და შენც გაეკიდე... სიმართლე თუ გინდა, ესაა.
გზაში, მატარებელშიც არ ჩაუთვლიხარ ქმრად, ტამბურაში სხვასთან გააბა ფლირტი.
შენ რა ჰქენი?! ბრაზივით რაღაც კი მოგერია, მაგრამ მამაკაცს მხოლოდ ის უთხარი, ოლია ბავშვიაო.
განა ქმრები ასე იქცევიან?!
მით უფრო, ქართველი ქმრები.
რუსეთში ერთ სახლში არ დაბინავებულხართ. ქალს ჰქონდა წასასვლელი, შენ - არა.
დედაშენი გონიერი ქალი იყო, გაჭირვებით ორი ობოლი ვაჟის გამზრდელი. შენს ნათქვამზე, სწავლის ფული მინდა და მიწა გავყიდოთო, როგორ დაგთანხმდებოდა, განა არ ახსოვდა შენი ზარმაცობა სასწავლებლში, შენი დაბალი ნიშნები, შენი კლასში ჩარჩენა.
შენ კი მერე მთელი ცხოვრება ვერ აპატიე.
ულუკმაპუროდ იმ არეულ, რევოლუციურ რუსეთში რამდენ ხანს გაძლებდი?
ძლივს ჩამოაღწიე მარტომ საქართველომდე. არც იქიდან გამოუცილებიხარ ოლიას, არც შენ დახვედრილხარ თბილისში, როცა რამდენიმე წლის მერე საქართველოში დაბრუნდა.
ჩამოსვლის ამბავიც კი შემთხვევით გაიგე.
რა არის ოჯახი?-საერთო ჭერი, საერთო შვილი, საერთო ბიუჯეტი, ქონება ...
აბა, რომელი ერთი გაგაჩნდათ?
იმდროინდელ ოფიციალურ დოკუმენტებშიც, როგორც მახსოვს, ორივე მიუთითებით რეალობას - ,, გაუთხოვარი", ,, დაუოჯახებელი"
კრილოვის ქუჩაზე რაღაც პატარა ოთახს კი ეღირსეთ, მაგრამ ოლია ძმასთან ცხოვრობდა, სოლოლაკში და ხანდახან შემოგივლიდა, თავსგასულ მეზობლებს დაგიფრთხობდა, უპატრონო რომ არ ჰგონებოდით, ცოტას რასმე დაგიტოვებდა, თუ ჰქონდა...
ამასობაში წლები გავიდა და შენიანები მიეჩვივნენ ოლიას, როგორც რძალს....
თვითმფრინავი უკვე დასაჯდომად ემზადება.
დანარჩენი - მერე.
აბა, დროებით!
This post has been edited by nino darbaiseli on 14 Mar 2019, 17:09
როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ სიმართლე უყვართ, იგულისხმება მხოლოდ ის სიმართლე, რომელიც მათ სასარგებლოდ მეტყველებს.
...და ჩვენს სასარგებლოდ მეტყველი სიცრუეც - საყვარელი თუ არა, ადვილად ასატანი ხომ მაინც არის?
http://forum.ge/?showtopic=33836566&f=&st=420&#entry20646004