#54368705 · 15 Mar 2019, 06:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამას წინათ ვუყურე ჩაუშესკუსა და მისი ცოლის , ელენას, ბოლო საათებს. 1 საათში გამოუტანეს განაჩენი , სულ რაღაც 10 წუთში განაჩენი აღასრულეს. შემზარა დახვრეტის მომზადების სცენამ, თოკებით შეუკრეს ხელები . ქალი, მაინც ქალია და მისი ბუნებიდან გამომდინარე ბოლომდე იბრძვის გადარჩენისათვის, ელენამაც ასე იბრძოლა,ბოლოს იმასაც გაუკოჭეს ხელები . გაიყვანეს უკანა კარიდან და და დახვრიტეს. გაბოროტებული და დაბოღმილი ადამიანი ძალიან საშიშია. ადამინებს სიღარიბესა და სიღატაკეში, შიმშილსა და სიცივეში რომ ამყოფებ, იმათგან სიკეთეს არ უნდა მოელოდე. სისასტიკე და ანგარიშსწორებას კი. ჰოდა, ამ მამა ცხონებულს ყველაფერი სახლში რომ არ წაეღო, არ შეიძლებოდა?! დაეპურებია ეს ხალხი. , მოევლო,დაესქმებია, ემკურნალა, განათლება მიეცა..... ასე საშობაოდ გამზადებული ღორივით კი არ მოექცეოდნენ. გაასამართლებდნენ ცივილურად, უკრავდნენ თავს ცოტა ხნით ვირის აბანოში , მაგრამ არა,ბოლომდე დააჩმორა ხალხი., ეგონა, გასაცოდავებული ბნელი მასა ვერაფერს უზამდა. სწორედ ასეთმა ხალხმა მოინელა თავის დროზე ლუი მე-16 და მარია ანტუანეტა, ნიკოლოზ მე2 და ალექსანდრა ფეოდოროვნა. აგერ , ჩვენი მეზობელ ირანში მოჰამმედმა ძლივს გაასწრო აზვირთებულ ხალხს, თუ არა იმასაც ნაკლებს არ დამართებდნენ. აშშ-ს ელჩმა უთხრა , აბა, სასწრაფოდ აიბარგეო. თუმცა ის ვერ განსაზღვრა, ეს გამწარებული ხალხი იმას რომ მიადგენოდა ცოტა ხანში..... ჰოდა, რისი კითხვა მინდოდა, ბიძინას ამნაირ ისტოირულ ფაქტებს თუ უყვებიან და უანალიზებენ? მართლა მაინტერესებს);
This post has been edited by MASU on 15 Mar 2019, 06:45
--------------------
GEORGIA FOREVER & EVER
|