პრობლემა სისტემაშია სისტემაში, ანუ ხალხში.
სანამ ქვეყანაში არ იქნება ნორმალური შრომის კოდექსი სადაც ყველა მოქალაქე თავს დაცულად არ იგრძნობს, გათანაბრებულად და სამართლიან გარემოში მაცხოვრებლად, მანამდე სულ იქნება მდიდრებსა და ღარიბებს შორის ფარული ომი.
აი მერე შეიძლება უკვე სამართლიანად უთხრა ადამიანს რომ გაანძრიე ერთი ადგილი და შენც გეშველება რამეო.
მანამდე ამის თქმა პირიქით დანაშაულია.
უსამართლოდ დაჩაგრულ ღარიბს ვერ მოთხოვ კანონის შესრულებას და ვერ მოუწოდებ წესრიგისკენ.
უსამართლობა ისეთი რამეა, ყველაფერს მეორე ადგილზე აყენებს ბოღმის და შურისძიების გარდა და ამიტომაც ჭამს ეს ხალხი ერთმანეთს ათწლეულებია უკვე.
სამართლიან გარემოში რო ეტყვი კაცს, მიდი გაანძრიე ერთი ადგილი რამე რო გეშველოსო, თუ ზარმაცია ერთს შეგიკურთხებს და მაგით დამთავრდება, არაზარმაცს კი თქმაც არ დასჭირდება.
ხოლო უსამართლო გარემოში მაგას რო ეუბნები კაცს, არაზარმაცსაც კი ტყვიის დახლის სურვილი უჩნდება შუბლში.
აი ესაა ჩვენი ქვეყნის უბედურება და 30 წელია ამაზე არავინ არ საუბრობს.
ვინ ვინ და ხალხს შეუძლია მხოლოდ აიძულოს ნებისმიერი ხელისუფლება ხალხისთვის სასიკეთო კანონების მიღება, როგორც ეს საფრანგეთში და სხვა ქვეყნებში ხდება.
და არა გადადექი გადადექის ძახილი, გადადექი გადადექი არის ზუსტად ფატალური შეცდომა ჩვენი საზოგადოების
გადადექი კი არა სახლში მისვლის საშუალება არ უნდა მისცე ნებისმიერ პოლიტიკოს და სულ პრესინგში უნდა გყავდეს.
აი მერე ყველა დაიკიდებს ფეხებზე ვინაა ხელისუფლებაში და რომელი პარტია
მაგრამ საზოგადოება სექტებად დაყვეს და მთელ მათ რესურს ერთმანეთის ჭმაში ახარჯინებენ, მასეა აქაც ამ ფორუმზე და მასეა მთელ ქვეყანაში და ეს მარაზმი არანაკლებმა ღორმა მუქთახორა არასამთავრობოებმა დანერგეს ამ ქვეყანაში.
რაო მოსწონს საიას, პატარაიას და მაგათ შერჩევით რო ხდება ბავშვების ვიშკებზე დაყენება? აბა სადაა მაგათი მებრძოლი სული?
მაგათმა გამოათაყვანეს ხალხი გეუბნებით და დირიჟორებად იქცნენ რაზე უნდა ავიშვიშონ ხალხი და რაზე არა.
სადაა პრობლემაო, აი აქაა პრობლემა.
გამოვიდეს ახალგაზრდობა და დედის დრაკები დაახიოს ამ ღორ პოლიტიკოსებს თავზე, ვერა?
გადადექი გადადექი კი არ უნდა იყვირო და ერთი ღორი მეორეთი ჩაანაცვლო. ატამედ შრომის კოდექსი და სხვა აუცილებელი ნორმალური კანონები უნდა მოითხოვო და ამას ითხოვ პირველ რიგში ისევ შენი მომავლისთვის და არა ჩემთვის.
რუსთაველის 21-შიო, რუსთაველის 21 კი არა მთელი ქვეყანა გამპრავებლებად და ბოტებადაა ქცეული.
ყველამ საკუთარ თავში ეძებეთ პრობლემა და იქნებ მიხვდეთ ოდესმე რა ჯობია თქვენთვის და არა თქვენზე ძვლების გადმომყრელებისთვის.
თქვენ გასაკეთებელს არც ერთი პოლიტიკოსი არ გააკეთებს, ვინაიდან პოლიტიკა ხართ თქვენ და როგორც თქვენ გინდათ მასე იქნება. არ ინდომებთ და არ გაქვთ, ძალიან მარტივადაა ყველაფერი.
ხო ფრანგები არიან ველურები, რადიკალები, საკუთარი ქვეყნის მტრები და თქვენ ხარ პატიოსანი კანონმორჩილი ხალხი? ოკ. მასე გააგრძელეთ და აკაკუნეთ კლავიატურაზე, კიდევ დიდხანს მოგიწევთ ერთი და იგივე ტექსტების კაკუნი არაერთხელ.
This post has been edited by tb-seli on 19 Mar 2019, 16:24