#54401006 · 21 Mar 2019, 21:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აი რატომ უყვარდა ხალხს დონამო და ფეხბურთი:
ფირუზ კანთელაძე: (70-ანი წლების დინამოელი) ''საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა, კომერციულ შეჯიბრებებს ვგულისხმობ, ფეხბურთელებისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იყო, თუმცა ჩვენ მიზერულ თანხას ვიღებდით. მაგალითად, 1973 წელს, როცა ესპანეთში „კოლუმბის კარაველა" მოვიგეთ, 100-100 დოლარი გადმოგვცეს, არადა, იმ ტურნირზე ჯერ მადრიდის „ატლეტიკოს" ვაჯობეთ, ფინალში კი ლისაბონის „ბენფიკას". ერთი წლით ადრე ინდონეზიაში ვითამაშეთ დიდ საერთაშორისო ტურნირში. ჯერ დანიურ კლუბს მოვუგეთ, შემდეგ ინდონეზიის ნაკრებს, ფინალში კი ბრაზილიის „კრუზეირუს" შევხვდით. ვიცოდით, რომ გამარჯვებულს 120 ათასი დოლარი ელოდა, დამარცხებულს - 70 ათასი. ძლიერი გუნდი იყო „კრუზეირუ", მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონი ტოსტაოც თამაშობდა... 1:3 დავმარცხდით... გვითხრეს, რომ დაახლოებით 2-2 ათას დოლარს მივიღებდით, მაგრამ გუნდთან ერთად მყოფმა სახელმწიფო უშიშროების თანამშრომელმა თანხის დიდი ნაწილი მოსკოვში, საკავშირო ფედერაციაში გააქანა, ჩვენ კი, თუ სწორად მახსოვს, 100-100 დოლარი დაგვირიგეს.''
--------------------
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!.. ,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3
|